სხვა "როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე..." - მარინა ენდელაძეს ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა 2022, 27 მარტი, 13:24 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. "5 წელი...როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე, ალბათ შენ მაძლიერებ, წუწუნი არ გიყვარს, ახლაც საყვედურს მეტყვი, წარსულში ვერ მოგმართავ, არ შემიძლია"-წერს ენდელაძე სოციალურ ქსელში. ექიმ-ინფექციონისტის ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი, იგივე "ჩელე" 2017 წლის 28 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან .თავად ტელეწამყვანისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო, ნელი აგირბას პირველი ქმარი ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომ ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი იყო. როგორც ნელი აგირბამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ირაკლის გულზე პრობლემები ჰქონდა და თავადვე ამბობდა მალე მოვკვდებიო. მარინა ენდელაძეს დარჩა 17 წლის შვილიშვილი, ჩოგბურთელი ცოტნე ძიმისტარაშვილი, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ინფექციონისტი მარინა ენდელაძე საზოგადოებამ განსაკუთრებით მაშინ გაიცნო, როდესაც პანდემიის დაწყების დღიდან სხვა ექიმებთან ერთად ტელეკრანით ინფორმაციას აწვდიდა კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ. 563 4-ს მოსწონს
|