x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჩინელებმა ჩამოთვალეს ამერიკელების "7 ცოდვა", რამაც მათი თქმით, უკრაინაში ომი გამოიწვია
image


ჩინელი ჟურნალისტების თქმით, ვაშინგტონმა კიევის მიმართ „შვიდი ცოდვა“ ჩაიდინა. Global Times-ის ჩინური გამოცემის აზრით, შეერთებული შტატები ცდილობს გამოჩნდეს, როგორც „კეთილი ძალა“, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით მათ უკვე ჩაიდინეს „შვიდი ცოდვა“, რაც რუსეთის მიერ ომის დაწყების მიზეზი გახდა.


როგორც სტატიის ავტორები წერენ, შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების „დამცველად“ ჩნდება, მაგრამ სინამდვილეში ვაშინგტონს დიდი როლი მიუძღვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დატრიალებულ ქაოსში. გამოცემას მაგალითად მოჰყავს ავღანეთი, ერაყი, ლიბია და სირია, სადაც „უნივერსალურმა ღირებულებებმა“ ნგრევა გამოიწვია.


ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არსებულ ვითარებაში შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში „ცეცხლის გაღვივებას“.



Global Times-ის ექსპერტების აზრით, აშშ-ის ხელმძღვანელობამ უკრაინაში სულ მცირე 7 კრიტიკული ნაბიჯი გადადგა, რამაც საბოლოოდ ქვეყანა რუსეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტამდე მიიყვანა.


”ის [აშშ] კრიზისამდე წვრთნიდა და აღჭურვით უზრუნველყოფდა უკრაინელი სამხედროებს”, - ნათქვამია გამოცემაში. სტატიის ავტორების აზრით, უკრაინა "ნატოს" აღმოსავლეთში გაფართოების სურვილის მსხვერპლი გახდა, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შეერთებულმა შტატებმა ასევე რუსეთსა და ევროპას შორის უთანხმოებას შეუწყო ხელი.


კიდევ ერთ უცნაურ ბრალდებას უყენებს ჩინური გამოცემა ამერიკელებს, წერს რომ თავად შეერთებული შტატები, ავრცელებს ფეიკებს, რაც ხდება უკრაინაში და სინამდვილეში დაკავებულია ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნით ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებში, აქ უკვე აშკარად რუსული პროპაგანდის ზეგავლენის კვალი ჩანს.


მასალის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ვაშინგტონი უკრაინას იარაღით ამარაგებს, ხოლო რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს. შეერთებული შტატების კიდევ ერთი „ცოდვა“ ამ სიტუაციაში არის ვაშინგტონის პროვოკაციები საგარეო კონფლიქტებისთვის საკუთარი პრობლემების დამალვის მიზნით.


გამოცემა აგრეთვე ნატოს და აშშ-ს ადანაშაულებს ფერადი რევოლუციების მოწყობაში, მისთვის "არაკორექტულ ქვენებზე" სანქციების დაწესებაში, რითაც ქვეყნებს აიძულებდა აერჩიათ მხარე.


"აშშ მოქმედებდა როგორც „ცივი ომის ინტრიგანი “ ან გამოდის „ვამპირის“ როლში, რომელიც ქმნის „მტრებს“ და აგროვებს სიმდიდრეს ომის ხარჯზე."-წერს გამოცემა.



1
2230
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2230
  
2022, 27 მარტი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1