x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
რა შეცდომას უშვებენ მძღოლები წყლის ბარიერის გადალახვისას, რაც ხშირად მანქანის გაფუჭების მიზეზი ხდება
image

კადრში ჩანს წყალში ჩარჩენილი მანქანა რომლის ამოყვანასაც მაღალი გამავლობის მანქანით ცდილობენ.


მძღოლები ძირითადად ერთ შეცდომას უშვებენ საქართველოშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კუხეშიც როცა წყლის ბარიერის გადალახვას ცდილობენ. და რაში გამოიხატება ეს შეცდომა, რომელიც მანქანის ჩაქრობას და ხშირად ბევრად რთული პრობლემების მიზეზი ხდება?-პასუხი ერთია: წყლიანი ბარიერის გადალახვისას თითქმის ყველა მძღოლი ცდილობს გადალახოს მაღალი სიჩქარით რაც მანქანის ჩაქრობის მიზეზი ხდება.


თანამედროვე ძრავების უდიდეს ნაწილს ძრავის გარეთ უყენია საკმაოდ რთული გორგოლაჭების სისტემა, რომელზე გადადებულ, დაკბილულ ღვედებს მოქმედებაში მოყავს ძრავი მოქმედებაში, ამუშავებს აირგამანაწილებელ სისტემას, გენერატორს, საჭის ჰიდროგამაძლიერებელს, კონდიციონერს და ასე შემდეგ. რაც უფრო მაღალია მანქანის სიჩქარე წყალში შესვლისას მით მეტია ძრავის ელექტრონულ ბლოკებში და მაღალი ძაბვის ბლოკში წყლის მოხვედრა, რასაც ძრავის ჩაქრობა მოსდევს, ხშირად კი ელექტროსადენების მოკლე ჩართვაც კი მოსდევს რაც მანქანის საბორტე კომპიუტერის გაფუჭბასაც კი იწვევს.



ეს ვიდეორგოლი გადაღებულია ინგლისში, ჩრდილოეთ ნოტინგემშირში, სადაც სოფლის გზაზე ხანგრძლივი წვიმის შემდეგ წყლის დაგუბება მოხდა.


მძღოლები ცდილობენ მაღალი სიჩქარით გადალახონ წყლის ბარიერი, თუმცა ყველა გადასვლის მსურველს არ უმართლებს. წყლის ბარიერი გადალახა მხოლოდ "ტესლას S" მოდელის ელექტრომობილმა, "Mercedes G"-კლასის მოდელმა და "Ford Focus"-მა.


0
917
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
917