x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
"ბოდიში, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ნეიტრალიტეტის მომხრეებს საჯაროდ მიმართავს:


"ბოდიში, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია: მივესალმები ყველანაირ დისკუსიას, შეგვიძლია იმაზეც ვიდაოთ, დედამიწა მართლაც ბრუნავს თუ არა. არ არის პრობლემა. ვისაც არ ჯერა, ავუხსნათ, დავარწმუნოთ, მაგრამ, როცა ვინმე თვლის, რომ უკრაინაში რაც ჩაიდინა იმის მერე პუტინს რამენაირი შანსი აქვს ვინმეს რამე პირობები უკარნახოს დედამიწის ზურგზე, ფსიქოლოგთან უნდა იაროს. სხვა არაფერი არ უშველის მაგ ამბავს.


ძალიან გაიბურღა ტვინი ამ აბსურდული დისკუსიით და ახალი დისკუსია უნდა შემოგთავაზოთ: მას შემდეგ, რაც მილიარდები უკრაინის მიწაში ჩამარხა და ლეგენდარული არმია ჯართად ექცა, მგონი დროა რუსეთი დაფიქრდეს ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე და ყველა მეზობელმა პირობა დავდოთ, რომ თავს არასდროს დავესხმებით. რა მოხდება, ხანდახან სტანდარტულ რაკურსებს გავცდეთ და პროცესები ახლებურად დავინახოთ?


ნეიტრალიტეტის მომხრეებს ნუ გვლანძღავთო, კონსტრუქციულად გვეკამათეთო. არა გეთაყვა, ჩვენ სინამდვილეში ახლა ნეიტრალიტეტზე არ ვკამათობთ. ჩვენ ვკამათობთ იმაზე, ხელი მაინც უნდა გავანძრიოთ ოდესმე სამშობლოს დასაცავად თუ თავს დაგვესხნენ, თუ ეგრევე დავნებდეთ. უნდა ვიფიქროთ, როგორ და ვისთან ერთად (კოლექტიურად) დავიცვათ თავი, თუ არც არასდროს ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო გვქონდეს, რომლის დაცვაც შეგვეძლება მტრისგან.


აპაპაპა, არც იფიქროთო, ამბობთ თქვენ. თავის დაცვის ერთადერთი გზა წაკუზვააო. დიახ, როცა სპეკულაციურად ამბობთ “აბა ბავშვებს ხომ არ შევწირავთ“, პირდაპირ ამბობთ იმას, რომ არასოდეს არაფრისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი შვილებიანად მონებად უნდა ჩავბარდეთ, რომ მშვიდად და “უსაფრთხოდ“ ვთქვლიფოთ რუსული სალაფავი კადიროვის ქუსლის ქვეშ. ასეთი ცხადი არასდროს არაფერი ყოფილა დღეს რომ არის. ამიტომაც, ნუ გიკვირთ, პირდაპირ მონებს და რუსეთის პროპაგანდისტებს რომ გეძახით "- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.






0
733
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
733