რეჟისორები თითქმის ყოველთვის გვაძლევენ გარკვეულ მითითებებს ცნობილ ფილმებში, მათი ემჩნევა კი როგორც წესი პირველივე ნახვისას შეუძლებელია:
1. ფილმის 101 დალმატინელი (1996) დასაწყისში ნაჩვენებია სატელევიზიო რეპორტაჟი ლონდონის ზოოპარკში მცხოვრები ამურის ვეფხვის ტყავის მოკვეთის შესახებ. ფილმის ბოლოს, კრუელა დე ვილის დაკავებისას, ჩანს, რომ პოლიცია ვეფხვის ტყავს პოულობს და ართმევს მას.
2. ტერმინატორ 2-ში (1991) პროგრამისტი დაისონი ოთახში შესვლისას კარს იჭერს დიდი ხნით, რათა ოპერატორმაც შეძლოს შესვლა.
3. ენკანტოში (2021) ფერადი წყალი შთაგონებულია კოლუმბიის ნამდვილი ადგილით, მდინარე კანო კრისტალესით, რომელიც ასეთივე ფერადია.
4. გოძილაში (1998) ნიუ-იორკის არაკომპეტენტური მერი და მისი მრჩეველი პირდაპირი მინიშნებაა კინოკრიტიკოსების როჯერ ებერტისა და ჯინ სისკელის მიმართ. გოძილას რეჟისორმა როლანდ ემერიხმა ეს გააკეთა კონკრეტულად კინოკრიტიკოსების უარყოფითი მიმოხილვების საპასუხოდ მისი წინა ფილმებისთვის- “ვარსკვლავური კარიბჭე" და “დამოუკიდებლობის დღე"
5. ფილმში “ერინ ბროკოვიჩი" (2000) ერინი, რომელსაც ჯულია რობერტსი თამაშობს, რესტორანში საჭმელს უკვეთავს. მას ემსახურება მიმტანი ჯულია, რომელსაც თამაშობს ერინ ბროკოვიჩი.
6. “ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი"- , გაზეთში წერენ ჯადოქარზე სახელად ამელია ბონსზე, რომ ის საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ის იყო ჯადოქარი, რომელიც იცავდა ჰარის ფენიქსის ორდენში (2007)
7. “სათამაშოების ისტორია- ფრაზა “გველი მყავს ჩექმაში" ვუდის აუდიო აპარატშია ჩაწერილი. არის მინიშნება საერთო ჰალუცინაციაზე, რომელიც აწუხებდა მე-19 საუკუნის ველური დასავლეთის მსმელ ხალხს.
8. ფილმში “ვარსკვლავური ომები" (2015) ჰან სოლო ქურთუკს იატაკზე აგდებს, როცა სტარკილერის ბაზაზე მიდის. წასვლისას, ჩუბაკა მას უკან უბრუნებს, რაზეც საკმაოდ გაოცებული რეაგირებს. საქმე იმაშია, რომ ეს სცენა იმპროვიზაცია იყო და ეკუთვნოდა ჩუბაკას როლის შემსრულებელს. სწორედ ამიტომ ჩანს ჰარისონ ფორდი ასეთი გაკვირვებული.
9. ზოოტოპიაში (2016) მისის ბარაშკისი ატარებს პატარა ზარს. იმიტომ, რომ ის არის ფარას წამყვანი ცხვარი, რომელიც ეხმარება სხვა ცხვრებს: დუგლასს, ვულტერს, ჯესეს და კიდევ სამ უსახელო ვერძს.
10. ფილმში “უკან მომავალში 3 (1990), ფოტოგრაფი, რომელიც მარტისა და დოკის სურათებს იღებდა, განასახიერა დინ ქენდიმ, რომელიც იყო სამივე ფილმის გადაღების დირექტორი.
11. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში (2007) რალფ ფაინსმა მოითოხოვა, რომ ვოლდემორის ჯადოსნური ჯოხისთვის მიებათ კაუჭი, რათა უფრო ბუნებრივად გაეკეთებინა გველის მსგავსი მოძრაობები ისე, რომ ჯოხი ხელიდან არ გავარდნოდა.
12. ტრუმანის შოუში (1998), წყვილი მაგიდასთან არის დერილ დევისი და რობერტ დევისი, ისინი არიან პატარა ქალაქის, სისაიდის დამფუძნებლები, სწორედ იქ გადაიღეს ფილმი. ქალაქი დაარსდა 1981 წელს რობერტ დევისის მიერ 32 ჰექტარ მიწაზე, რომელიც მისმა ბაბუამ იყიდა ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, როგორც საზაფხულო დასასვენებელი ადგილი მისი ოჯახისთვის.