სხვა "ყურადღება! არ გაეკაროთ მითითებულ ლინკებს" - გაფრთხილება დომენიკ მანგოსგან 2022, 24 მარტი, 14:34 დომენიკ მანგო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ შეცდომა არ დაუშვან და "ფეისბუქზე" გამოგზავნილ ლინკები და უცხო შეტყობინებები არ გახსნან, რადგან ეს სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურის მიერ გამზადებული მახეა. "ყურადღება! თუ შემოგივიდათ ასეთი შეტყობინება ფეისბუქზე, არ გაეკაროთ მითითებულ ლინკებს. ლინკზე დაკლიკების შემთხვევაში მოგპარავენ პირად ინფორმაციას, ადგილმდებარეობას და ყველაფერს, რასაც თქვენი სოციალური ქსელი ინახავს. მსგავსი ტიპის ფეიქი "შეტყობინებები" მზადდება რუსული სპეც-სამსახურების მიერ, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი და მათთან დაახლოებული ადამიანების შესახებ. მაქსიმალურად გააცრჩელეთ პოსტი, რომ ყველა ჩვენგანი იყოს დაზღვეული". 367 1-ს მოსწონს
|