x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
5 ფაქტი ფასდაუდებელი ძეგლების განადგურების შესახებ
1. მუზეუმი მოსულში (ერაყი)


image


ეს სიდიდით მეორე მუზეუმია ერაყში, რომელშიც ბაბილონური და ასურული კულტურის უნიკალურ ექსპონატები იყო გამოფენილი. ბევრი მათგანი რამდენიმე ათას წელს ითვლიდა...

2015 წ. 26 თებერვალს ისლამურმა ექსტრემისტებმა ჩანაწერები გაავრცელეს, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ანადგურებენ ფასდაუდებელ ქანდაკებებს. ასევე განადგურებული იყო 10 ათასამდე წიგნი, როგორც «ურწმუნოთა ნაშრომები».


2. უძველესი ასურული ქალაქი ქალხუ (ერაყი)


image


ქალაქი ქალხუ, მესოპოტამიაში, მდ. ტიგროსი აღმ. სანაპიროზე, ძვ. წ. აღრ. XIII ს. დააარსეს. 2015 წლის 6 მარტს ინფორმაცია გავრცელდა, რომ «ისლამური სახელმწიფოს» ჯიჰადისტებმა ქალაქი მიწასთან გაასწორეს. «აღარც კედლებია, აღარც ქანდაკებებო და აღარც კოშკები», — ჰყვებოდნენ თვითმხილველები.



3. უძველესი ქალაქი ჰათრა (ერაყი)


image


ეს პართიული ცივილიზაციის ძეგლია, ძველი მესოპოტამიიდან, რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ იმიტომ მოაღწია, რომ მის სიახლოვეს არ სახლდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ, ძველი ნაგებობების დემონტაჟს ახდენდნენ, რომ ნაშალი მასალით, საკუთარი სახლები აეშენებინათ.

2015 წლის მარტის ბოლოს, 2000 წლის მანძილზე გადარჩენილი ქალაქი, ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.


4. იონა წინასწარმეტყველის მეჩეთი (ერაყი)


image


ქ. მოსულში მდებარე იონა წინასწარმეტყველის მეჩეთი ძვ. წ. აღრ. VIII წლით არის დათარიღებული. ეს ადგილი წინასწარმეტყველის დაკრძალვის ადგილად ითვლებოდა, რომელსაც მუსლიმებიც პატივს სცემენ.

2014 წლის 20 ივლის დაეშის მებრძოლებმა ძეგლი ააფეთქეს.


5. პალმირა (სირია)


image


სირიის უძველესი ქალაქი პალმირა, ახლო აღმოსავლეთის, ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა. ვიდრე ქალაქში დაეშის ბოევიკები შევიდოდნენ, ასობით ძვირფასი ქანდაკების უსაფრთხო ადგილას გადატანა მოხერხდა. მაგრამ დარჩა მუზეუმები და ძეგლები, რომელთა ტრანსპორტირება, მათი შთამბეჭდავი ზომის გამო, შეუძლებელი იყო. მათ შორის, სამმეტრიანი და 15 ტონიანი ქანდაკების «ალათის ლომის», რომლის ასაკი 2000 წ. აღემატებოდა და რომელიც, 2015 წლის 27 ივნისს ააფეთქეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ

* თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი

* როგორ ცდილობდნენ სტალინის მოკვლას?

* 20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები

* 30 სახალისო ფაქტი ცხოველების შესახებ

* 15 საოცარი სახლი, რომელიც რეალურად არსებობს და მილიონერების მიერ აშენებული, ყველაზე სულელური სახლები

* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ

1
482
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
482
  
ეს გახლავთ წარღვნა, რომელიც ომების ტალღით ანადგურებს წარსულის შთამბეჭდავ ნაშთებს!..
0 1 1