x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
15 საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ სჯიდნენ ქმრის მოღალატე ქალებს წარსულში

საყვარელი ქალის ღალატი — საშინელებაა. მაგრამ, სასჯელი, ამის გამო, რომელსაც წარსულში მიმართავდნენ — კიდევ უფრო საშინელი იყო. აქ დასჯის 15 მეთოდს განვიხილავთ, რომელსაც ქმრები და სახელმწიფო მოღალატე ცოლების მიმართ იყენებდნენ.


image


1. ძველ დანიაში მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა და ეს მაშინ, როდესაც მკვლელობაზე, მხოლოდ ჯარიმა იყო დაწესებული. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რომელი დანაშაული ითვლებოდა უფრო სერიოზულად.

2. მონღოლები მოღალატე ქალს 2 ნაწილად ჭრიდნენ.

3. ტონკინის სამეფოში (ვიეტნამი) ქმრის ღალატში მხილებულ ქალს, სპილოებს ათელინებდნენ.

4. ქმრის მოღალატე ქალებს, თურქები, კატებთან ერთად, ტომარაში სვამდნენ. ტომარას თავს უკრავდნენ და შემდეგ ჯაჭვებით ურტყამდნენ. ცდილობდნენ, რომ ცხოველისთვის დაერტყათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქალიც იღუპებოდა და ცხოველებიც კვდებოდნენ. გარდა ამისა, თურქეთის ზოგიერთ პროვინციაში, მოტყუებული ქმრის ოჯახი რძალს დანით უსწორდებოდა.


image


5. ანალოგიურ სიტუაციაში, ძველი ბრეტონელები (ბრეტონის ოლქი, საფრანგეთი) ქალს წელს ზევით აშიშვლებდნენ და წკეპლით იმდენს ურტყამდნენ, ვიდრე სულს უფალს არ მიაბარებდა.

6. ლუანგოს სამეფოში (კონგოს რესპუბლიკა) მოღალატე ცოლს და მის საყვარელს ციცაბო კლდიდან აგდებდნენ.

7. გალები ქალს ტალახით სვრიდნენ, შემდეგ კი, მთელ ქალაქში, მიწაზე ათრევდნენ.

8. ზოგიერთ ტომში, მაგ., გუთებში (გერმანული ტომები) მოღალატე ცოლის მოსამართლე და ჯალათიც, მისივე ქმარი იყო: მათ "დანაშაულის" ადგილზე ხოცავდნენ, ან თუ ჩათვლიდნენ, რომ მათი მხრიდან ღალატს ჰქონდა ადგილი; ამ მიზეზით, ქმარს შეეძლო ცოლის თავიდან მოცილება, მაშინაც კი, თუ მასთან ერთად ცხოვრება მობეზრებული ჰქონდა და "ჰორიზონტზე" პოტენციური საცოლე ჩანდა.

9. ბულგარეთში ქმრის ღალატისთვის, სიკვდილის დასჯა იყო გათვალისწინებული, თოკზე ჩამოხრჩობით.


image


10. შუასაუკუნეების გერმანიაში ამ დანაშაულისთვის, ქალს კიდურებზე თოკებს აბამდნენ და 4 მიმართულებით ექაჩებოდნენ. ბოლოს კი კიდურებს აჭრიდნენ.

11. კანადის აბორიგენები ქალს სკალპს აჭრიდნენ.

12. რომის იმპერიის აღმ. ნაწილში, ამგვარი ცოდვისთვის ქალს ბაზრის მოედანზე ყიდდნენ და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

13. აბისინიაში (ეთიოპია) მოღალატე ცოლი ქუჩაში გაჰყავდათ და ნაწილებად გლეჯდნენ.

14. საბერძნეთის ზოგიერთ პროვინციაში, მოღალატე ცოლის მკვლელობა სასჯელს არ ითვალისწინებდა.

15. ჩინეთში მსგავსი დანაშაულისთვის, ქალს ტანზე ერბოს უსვამდნენ და მშიერ ძაღლებთან აგდებდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ხდებოდა ამერიკის კონტინენტზე, ევროპელების მისვლამდე? – კოლუმბამდელი ცივილიზაციების საიდუმლოებები

* სტალინი, თუ ლენინი – ვისი კულტი უფრო დიდი იყო?

* ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს

* პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს!

* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?

* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს

* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე



0
911
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
911
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0