x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სტალინი, თუ ლენინი – ვისი კულტი უფრო დიდი იყო?

პიროვნების კულტი, როგორც ავტოკრატიის ნიშანი, იმ ქვეყანაში იყო, სადაც სოციალიზმს აშენებდნენ და ორიენტირებულნი არა პირადზე, არამედ, საერთოზე იყვნენ. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ტერმინი – «პიროვნების კულტი», პირველად, იგივე ქვეყანაში, მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში, მის გასანადგურებლად გამოიყენეს. ლენინს და სტალინს სიცოცხლეშივე ადიდებდნენ... თუმცა, თუ დროთა განმავლობაში, ამ უკანასკნელისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა, – ლენინი ისევ «ცოცხალია»... რუსეთი მზად არ არის, რომ მას საბოლოოდ დაემშვიდობოს.


image


უკვე 20–იან წლებში საბჭოთა მოსახლეობაზე მძლავრი საინფორმაციო შეტევა დაიწყო, იმის დემონსტრირებით, რომ ყველაფერი, რაც მათ გააჩნდათ, თითოეული მოქალაქის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წარმატება, უპირველეს ყოვლისა, სტალინის და ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგი იყო.

imageსტალინის პიროვნების კულტმა თავის პიკს სამამულო ომის შემდეგ მიაღწია, როდესაც ქვეყანაში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მთავარ მიზეზად, სტალინის, როგორც სამხედრო მეთაურის კომპეტენტურობა გამოცხადდა. ხოლო, პრობლემებში, რომელიც ომის შემდეგ მრავლად იყო, მხოლოდ ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ძირითადად, კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს და ქარხნის დირექტორებს ადანაშაულებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა, რომელიც ლენინის გაკულტებით იყო დაკავებული, ავტომატურად, სტალინის გაკულტებაზე გადაერთო. შესაძლებელია, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის გარეშე, ეს პროცესი ისე წარმატებული არ ყოფილიყო და სტალინიც ნაკლებად გაეღმერთებინათ... მაგრამ, გულაგი, აღნიშნულ საკითხში, სავსებით დამაჯერებელი არგუმენტი გახდა.


მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს!


imageსტალინის დაკრძალვა


სტალინის გარდაცვალებამ მადა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ, ბევრ პოლიტიკოს გაუხსნა... თუმცა, ამავდროულად, მათ ესმოდათ, რომ ქვეყანაში მოსაგვარებელი უამრავი პრობლემა იყო. იმ მომენტისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა სოფლის მეურნეობა, მასობრივი რეპრესიები და სხვა, ეროვნული საკითხები.

პირველ ეტაპზე, ამნისტიებით, გულაგების დაცლა დაიწყო. მაგრამ, სტალინის პიროვნების კულტის დამსხვრევამდე, ჯერ კიდევ დიდი დრო იყო...


imageნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა


1953 წელს დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს ბერია, მალენკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მთავარ პოზიციაზე ხრუშჩოვი აღმოჩნდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო პიროვნების კულტის განადგურება. ხოლო, აღნიშნულ პროცესში კულმინაციური, 1956 წელი გახდა: ჩამოხსნეს ყველა პლაკატი და ბანერი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სახელები გადაარქვეს ყოფილი ბელადის სახელობის ქალაქებს, ქუჩებს, პარკებს, სკვერებს, კულტურის სახლებს... ხოლო, გაზეთები აჭრელდა ინფორმაციით, რომელიც ადრინდელს არ ჰგავდა.

imageსსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომელზეც მოხსენებით ხრუშჩოვი გამოვიდა, ქვეყნისთვის ათვლის ახალი წერტილი გახდა, რომლიდანაც სტალინის «დეკულტივირება» დაიწყო. მოხსენება საფუძვლიანად იყო მომზადებული (შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სტალინის დროინდელ, მასობრივი რეპრესიების შესახებ, ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა ევალებოდა). ხრუშჩოვი ხვდებოდა, რომ არასაკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სტალინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ცოცხალი აღარ იყო, თავად მას შემოუბრუნდებოდა.
არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, გულაგის პატიმრების უმრავლესობა, უდანაშაულო იყო და სასჯელს უსაფუძვლო, გაყალბებული საქმეების გამო იხდიდა. ხრუშჩოვის მოხსენება რამდენიმე თეზისს და სტალინის მიმართ არაერთ ბრალდებას შეიცავდა. მათ შორის იყო:
• სამოქალაქო ომში მონაწილე პირების უმრავლესობის რეპრესია.
• ფალსიფიცირებული ბრალდებებით, ქვეყანაში მასობრივი ტერორის მოწყობა.
• ქვეყანაში ადამიანთა ბრალდების და დახვრეტის გეგმის შესრულება.
• ტერმინის – «ხალხის მტერი», საყოველთაოდ და ბოროტად გამოყენება.
• მეორე მსოფლიო ომში საკუთარი როლის გადაჭარბებულად წარმოჩენა.
• ხალხების დეპორტაცია.
• პიროვნების კულტის უკომპრომისო ჩვენება – საკუთარი სახელის ქალაქებისთვის, ქუჩებისთვის და სხვა ობიექტებისთვის დარქმევა.
• დოკუმენტი, საბჭოთა მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების არ არსებობის ბრალდებით სრულდებოდა.

ხრუშჩოვმა ამგვარი საქციელით, მთელი პასუხისმგებლობა, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა უარყოფითი შედეგისთვის ბრალი სტალინს დააკისრა. თუმცა, სტალინი ერთადერთი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც იმ პერიოდში, გადაწყვეტილებებს იღებდა... და რადგან იმ დროინდელ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ცოდვების «ჩამორეცხვის» საშუალება მიეცა, ნ. ხრუშჩოვის მოხსენებას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა.



ძირითადი განსხვავებები ლენინის და სტალინის კულტს შორის


ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ, გასაგები გახდება, თუ რაშია მთავარი განსხვავება ორი პოლიტიკოსის კულტს შორის: ორივე კულტი ერთი ადამიანის – იოსებ სტალინის მიერ იყო შექმნილი... და თუ ლენინის შემთხვევაში, მან ეს რეალურად მოახერხა და საუკუნის მანძილზე, მისი მხოლოდ ხსოვნა კი არა, ძეგლების და მისი სახელობის ობიექტების შემონახვა (მაგ., რუსეთში 5 ათასამდე ლენინის სახელობის ქუჩა დღესაც არსებობს და ბევრი ქალაქის სკვერში და პარკში «დიდი ილიჩის» ძეგლები დღესაც დგას) შეძლო, საკუთარი კუტის შენარჩუნება, მხოლოდ სიცოცხლეში მოახერხა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს

* ლენინს თუ დამარხავენ, რუსეთს წყევლა მოეხსნება...

* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?

* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს

* თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!

* თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ

* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე



2
367
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
367
  
2022, 31 ივლისი, 11:41
ყველაფერი იწყება იმ ფიქრებით,რომ ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ შესწევს და ასე იწყება "დამოძღვრა". ვიცი,რომ მასწავლებელი ბრძანდებით და კარგი იქნება,თუ მოსწავლეებს ამ საკითხზე გაესაუბრებით ან ისაუბრებენ მასწავლებლები,რადგან სკოლიდან "საბჭოური აზროვნების პროდუქტი" არ გამოვიდეს. აუხესნით მოსწავლეებს,რომ არანაირი დემოკრატია არ არსებობს და ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადია ადამიანთა გამოსათაყავნებლად. უბრალოდ,ჯერ ამის თქვენ უნდა გჯეროდეთ,მერე შეძლებთ ახსნას. როცა სკოლაში ვსწავლობდი,სტალინი ტირანი მეგონა და რუზველტი გმირი ან ჩერჩინილი,მარა დროის გასვლის მერე ყველა ერთნაირი გახდნენ. არც სახელმწიფოს აქვს იმხელა დანიშნულება,რასაც აძლევენ ზოგიერთები და არ არსებობს არანაირი "სამშობლოს წინაშე ვალი". ადამიანს არანაირი ვალი არავის წინაშე არ აქვს,მას აქვს კეთილი ნება და ინტერესები,რითაც ყველა ადამიანი მოქმედებს. ადამიანებს ვაგზავნით ომში და ვხოცავთ,ხოლო მერე ამას ვამართლებთ სამშობლოს წინაშე "ვალით",რაც არაფრის მომცემია. არ არსებობს არანაირი მიზანი,რაც გაამართლებს ადამიანების კვლას,არც სამშობლო მათ შორის. სასულიერო პირებიც გაზომბებულები ყავთ დიდი ხანია და ესე ამბობენ,რომ სამშობლოსთვის კაცის მოკვლა ღმერთისთვის კაცის მოკვლას ნიშნავს ან სამშობლოსთვის თავის გაწირვა ქრისტესთვის თავის გაწირვას. როცა არც ღმერთს და არც ქრისტეს არ უთხოვიათ მსხვერპლშეწირვა ან ადამიანის მათთვის მოკვლა. მან გვითხრა,რომ ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ სრულყოფილები როგორც მამაზეციერი. ღმერთი კი ადამიანებს არ კლავს და თუ კლავს,მაშინ ღმერთი არ ყოფილა.
2022, 31 ივლისი, 11:26
არ მგონია,რომ რომელიმეს კულტი უფრო მეტი ან ნაკლები იყო. ყველაფერი დამოკიდებული იყო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. ხრუშოვს სურდა დაემტკიცებინა,რომ სტალინისგან განსხვავებული იყო და მისგან დისტანცირებული. არ სჭირდებოდა,რომ მისი ძალაუფლებისთვის საფრთხე გარდაცვლილს შეექმნა,ხოდა დაიწყო სტალინის კულტის ნგრევა. ლენინი არავის მოწინააღმდგე,რადგან არ უმართია ქვეყანა ფაქტიურად და მის სახელთან დაპირისპირება საბჭოთა სისტემის ნგრევას ნიშნავდა,რაც შემდგომში გორბაჩოვის გადაწყვეტილებებმა დაამტკიცა. დარმუნებული ვარ,რომ ხრუშოვს არ მოსწონდა არც ლენინი და არც სტალინი,მაგრამ ამ უკანასკნელთან გაბედა ბრძოლა. არსებობს ეჭვები,რომ სტატიაში ნახსენებ პირებთან ერთად გამოიუყვანა წერა დიდი ბელადს. როცა ისეთი იდუმალი პერსონასთან გვაქვს საქმე,როგორიც სტალინი იყო,მაშინ მსგავსი ეჭვები ლოგიკურია. დღევანდელი რუსეთიც ეგრეა,ლენინის სახელის მიჩქმალვა არაფერში არ აძლევს ხელს,რადგან "ილიჩმა" ვერაფრის გაფუჭება ვერ მოასწრო,ხოლო სტალინის სახელი ნეგატივთან ასოცორდება. რეალურად კი,პუტინის კანტორა სტალინის უფრო დიდი ქომაგია,ვიდრე ლენინის,ოღონ ამას საჯაროდ ვერ იტყვიან. სტალინმა ის მოახერხა,რასაც პუტინი მთელი ძალით ცდილობს,რასაც ქვია დააჩოქა "დასავლეთი კაპიტალისტური სახელმწიფოები". არ ვიცი,რამდენად ერქვა მაგას დაჩოქება,მარა ფაქტები მეტყველბს ამაზე და პუტინს სჯერა ამის. რაც არ უნდა იყოს,ლენინიც და სტალინიც დიდი ადამიანები იყვნენ,რადგან მათ მოახერხეს ადამიანების გამოთაყვანება და თავის ჭკუაზე მართვა. თანამედროვე ყველა ლიდერი ცდილობს იგივეს გაკეთებას,ზოგი ავტოკრატიას აწვება და ზოგიც დემოკრატიას ეფარება,მაგრამ არავის გამოუვიდა მათსავით. ვიცი,მეტყვით რო დემოკრატია და ღირსეული ლიდრები არსებობენ,რაც ლოგიკური იქნება და მესმის,რატომაც ფიქრობთ ასე. სულ ახლახან იყო კოვიდ შეზღუდვები და ნათლად გამოჩნდა ლიდერების სურვილები "ადამიანთა კეთილდღეობისთვის" დასაჯონ ან გამოკეტონ ისინი. ეგრე აკეთებდა სტალინიც,"საერთო კეთილდღეობისთვის" სჯიდა ადამიანებს,რამაც გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა და იგივე მოხდა ეხლაც,ეკონომიკური კრიზისი გვაქვს სახეზე. მაიმუნის ვირუსის გამო ნიუ-იორკში შეზღუდვები ამოქმედდა და რომელი იქნება შემდეგი?
0 1 2