სხვა "კოკაინის" დათვის საოცარი ისტორია 2022, 21 მარტი, 9:57 ნარკოტიკების კონდრაბანდის ისტორია ბევრ საინტერესო შემთხვევას იცნობს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი "კოკაინის" დათვის საქმეა. ის ადგილობრივი ლეგენდა გახდა, რომელმაც ჯორჯიაში, ტყეში ჩამოგდებული 30 კგ.-ზე მეტი ნარკოტიკი შთანთქა და ზედოზირებისგან გარდაიცვალა. მისი ფიტული ადამიანებს დღემდე გასული საუკუნის 80-იანი წლების უცნაურ მოვლენებს ახსენებს. როცა პათოლოგანატომებმა 80 კილოგრამიანი დათვის მუცელი გაკვეთეს, იქ დიდძალი რაოდენობის, რამდენიმე მილიონის ღირებულების კოკაინი აღმოჩნდა. ცხოველმა 34 კილოგრამი ნარკოტიკი შეჭამა და ზედოზირებამ ბოლო მოუღო. ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ ნაკრძალში იპოვეს. აღმოჩენილი მოწამლული დათვი დაუკავშირეს კიდევ უფრო უცნაურ, სამი თვის წინანდელ შემთხვევას. მაშინ ციდან (პირდაპირი მნიშვნელობით) ჩამოვარდა კონდრაბანდისტი, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა პაკეტები კოკაინით. კოკაინის ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო. კონდრაბანდისტი აღმოჩნდა ენდრიუ ტორნტონი, ყოფილი პოლიციელი და იურისტი. ენდრიუ კარტერ ტორნტონი-ნარკოტიკებთან ბრძოლის ყოფილი თანამშრომელიმისი სხეული გაუხსნელ პარაშუტთან ერთად აღმოაჩინეს ტენესისკენ მიმავალ გზაზე. ნარკოტიკების და პარაშუტის გარდა, დაღუპულს აღმოაჩნდა ათასი დოლარი და ორი პისტოლეტი. მას ეკეთა ღამის ხედვის სათვალე, ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და Gucci-ის მოკასინები. მოგვიანებით გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ენდრიუმ თვითმფრინავიდან გადმოაგდო რამდენიმე შეფუთვა კოკაინი (რომელთაგან ერთს ხსენებული დათვი გადააწყდა) და თვითონაც გადმოხტა. საცოდავ ცხოველს, რომელიც ზედოზირებისგან გარდაიცვალა, "კოკაინის" დათვი შეარქვეს. მისი ისტორია ლეგენდად იქცა და ფილმის გადაღებასაც კი აპირებენ. საოცარო მოვლენა, რომელიც ნარკოგადამტანის და მისი ჩამოვარდნის ადგილიდან დათვის უცნაურ სიკვდილთან არის კავშირში, ნამდვილად უნიკალურია. ენდრიუ ტორნტონი გამოფრინდა კოლუმბიიდან და კოკაინის პაკეტები ჯორჯიაში ჩამოყარა. შემდეგ ბოროტმოქმედი წელზე შემოკრულ დარჩენილ საქონელთან ერთად გადმოხტა. ვერტმფრენი, რომელიც ავტოპილოტზე იყო, ჩრდილოეთ კალიფორნიის მთებში ჩამოვარდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტორნტონი გადმოხტომისას თავით ვერტმფრენის კუდს შეეჯახა და ამიტომ თავის დროზე ვერ შესძლო პარაშუტის გახსნა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ კონდრაბანდისტი მიწაზე დაშვების შემდეგ ვიღაცას უნდა შეხვედროდა. პოლიციელები გაჰყვნენ კვალს და კოკაინი ცხრა შეფუთვა იპოვეს, სამი თვის შემდეგ კი მეათე შეფუთვა ტყეში დათვმა იპოვა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, "კოკაინის" დათვის გვამი მეგობარ ტაქსიდერმისტს გადასცა, რომელმაც მისგან ფიტული გააკეთა. შემდეგ ფიტული გამოფინეს ეროვნული პარკის ტურისტულ ცენტრში. ხანძრის დროს, რომელიც 90-იანებში ტყეში მოხდა, ცენტრის თანამშრომლებმა შესძლეს ფიტულის გადარჩენა და საწყობში მოათავსეს, მაგრამ შემდეგ ძვირფასი ექსპონატი მოიპარეს და ლომბარდში ჩააბარეს, საიდანაც მუსიკოსმა უეილონ ჯენინგსმა შეიძინა. მომღერალმა ფიტული მეგობარს აჩუქა, ხოლო როცა იგი გარდაიცვალა, "კოკაინის" დათვი 200 დოლარად გაყიდეს. დათვი შეიძინა ჯუ ტანმა, ჩინური აფთიაქის მფლობელმა და მაღაზიაში დადგა (ნევადა). არც მას, არც მის მეუღლეს არ სმენოდათ ამ საოცარი ექსპონატის საოცარი ისტორია და მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა მათ გასართობი ცენტრი Kentucky for Kentucky-ის მფლობელებმა მიმართეს, ფიტულის ყიდვის სურვილით. მას შემდეგ "კოკაინის" დათვი კენტუკის გასართობ ცენტრში დგას და ტურისტებს იზიდავს. იხილეთ სხვა სტატიები:ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო) ლომი განრისხებულ კამეჩებს ძლივს გაექცა და....ხეზე აძვრა საინტერესო კვლევა: როგორ ხედავენ ერთიდაიგივე ოთახს სხვადასხვა ცხოველები და რატომ? ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო) ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს? საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ 207 4-ს მოსწონს |