ფრანგული პრესა განიხილავს 86 წლის საკულტო ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის შვილის, ენტონი დელონის, ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ მემუარებს. თავის წიგნში ენტონი, რომელმაც მამამისის მსგავსად თავად აირჩია მსახიობის პროფესია, იხსენებს მათ ერთ-ერთ საუბარს:
ერთ დღეს მან მითხრა: "ტონი, თუ ერთ დღეს რამე დამემართება და კომაში ჩავვარდები ან აპარატზე შეერთებული ვიქნები, მინდა რომ გამთიშო. ამას დამპირდი".
ფრანგულ პრესასთან ინტერვიუში, რომელიც ემთხვევა წიგნის გამოცემას, ენტონი დელონმა დაადასტურა, რომ მამამისს სურს მიმართოს ევთანაზიას “მშვიდად წასასვლელად". მსახიობის შვილმა ევთანზიის შესრულებაზე უარი თქვა, ამიტომ ამის გაკეთება ალენ დელონის ქალიშვილს ანუშკას მოუწევს.
ენტონის თქმით, მისმა დედამ, მსახიობმა ნატალი დელონმა, რომელთანაც ალენ დელონი 60-იან წლებში ოთხი წელი იყო დაქორწინებული, სიკვდილისთვის იგივე გზა აირჩია. ნატალი სიცოცხლის ბოლო წლებში კიბოს ებრძოდა. თუმცა, მათ ევთანაზიას არ მიმართეს, 2021 წლის იანვარში მსახიობი გარდაიცვალა.
“მართალია, მას სურდა სიკვდილი ისე, როგორც ცხოვრობდა - ანუ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მან ევთანაზია აირჩია. საბედნიეროდ, ჩვენ არ მივმართეთ ამ მეთოდს. არ ვამბობ, რომ ადვილი იყო მისი ხელის დაჭერა და ყურება, თუ როგორ ტოვებდა სიცოცხლე, მაგრამ ის მშვიდად წავიდა"