x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრიუს უილისი დემენციის გამო კარიერას ემშვიდობება

New Zealand Herald-ის ცნობით, მსახიობი ბრიუს უილისი დემენციით არის დაავადებული და იძულებულია დაასრულოს სამსახიობო კარიერა. ფილმ „კერკეტი კაკალი“-ს ვარსკვლავი 66 წლისაა, ის დიდი ხანია დიდ პროექტებში არ მონაწილეობს. ახლა ბრიუს უილისი ამთავრებს გადაღებებს რამდენიმე დაბალბიუჯეტიან ფილმში, შემდეგ კი დიდი ხნით ან სამუდამოდ დაემშვიდობება კინოკარიერას.image
ინსაიდერების თქმით, მსახიობს მუშაობა ძალიან უჭირს - ხშირად ივიწყებს სცენარის ტექსტს. მიმდინარე წლის თებერვალში YouTube-ის არხზე Half in Bag გამოქვეყნდა ვიდეო სახელწოდებით The Bruce Willis Fake Movie Factory. ვიდეოს ავტორმა თქვა, რომ მსახიობი დიდი ხანია მუშაობს „ყურთან“ – სპეციალურ აუდიო მოწყობილობასთან, რომლითაც მას ტექსტს ეუბნება კარნახობენ.image
“ნამდვილად ასეა. მასთან ერთად ოთხ ფილმზე ვიმუშავე და ეს პირადად ვიცი. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ბრიუს უილისის მსგავსი ლეგენდა შენს თვალწინ იშლება. მე ვნახე, როგორია მასთან მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში"- ამბობს რეჟისორი მეთ ესკანდარი.

ამ წლის დასაწყისში რამდენიმე დასავლური ტაბლოიდი წერდა მსახიობის მეხსიერების სერიოზულ პრობლემებზე. ბოლო დროს ის ცდილობს მეტი დრო გაატაროს ოჯახთან: მეუღლე ემა ჰემინგ-უილისთან და მათ ორ ქალიშვილი მეიბელთან და ეველინთან. გარდა ამისა, ის ხშირად ურთიერთობს ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან და მათ საერთო ქალიშვილებთან რუმერთან, სკაუტთან და ტალულასთან.image



2
767
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
767
  
2022, 20 მარტი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 მარტი, 18:52
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE.GE
შემოგვიერთდით მეგობრებო. ❤ ❤ ❤
FRE.GE - ეს შენი საიტია.
0 1 2