x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მიშა, გორში სტალინის ძეგლი მოხსენი, მოაშორე მეთქი - მერაბიშვილმა ჩაშალა, არჩევნები მაქვს მოსაგებიო“

image

„ტაბულას“ დამფუძნებელი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგილეიშვილი სოციალურ ქსელში პირველად წერს, რომ გირში სტალინის ძეგლის აღება სააკაშვილს ტავად სთხოვა. დაიგეგმა კიდეც, მაგრამ საკითხის განხორციელებას ხელი ვანო მერაბიშვილმა შეუშალა. მისი თქმით, მერაბიშვილმა თქვა, რომ 2010 წელს არჩევნები ჰქონდა მოსაგები და ძეგლის აღება არ აწყობდათ. შეგახსენებთ, სწორედ 2010 წელს, არჩევნების შემდეგ ძეგლი გვიან ღამით მალულად აიღეს.


გთავაზობთ ჩერგოლეიშვილის სტატუსს:


"2009 წელს ჩექფოინთ ჩარლიდან გერმანიის მაშინდელი გადასარევი ელჩის, პატრისიას დახმარებით ჩამოვიტანე ფოტო გამოფენა ბერლინის კედლის. იპოდრომზე დავდგი უზარმაზარი კედელი - ბერლინის კედლის ანალოგია. კედელი სრულდებოდა დიდი ეკრანით და პულტით - უკრავდა გიორგი ბაქანიძე და თომა ჩალაძე, ისმოდა რეიგანი, ჩერჩილი, ტეტჩერი კენედი - გიორგი სასწაულს აკეთებდა - Riders on the Storm - ზე დადებული რეიგანი არასოდეს დამავიწყდება.


ბაიდენი იყო აქ მაგ დღეს - სააკაშვილის ცნობილი ფოტო ნიუ იორკ თაიმსში, ღვინის ბოთლით და მინდორში, ვისაც გახსოვთ - ეგ ღონისძიებაა. დაანგრიეთ კედელი! პ.ს. გაგრძელებაც აქვს ამ ისტორიას. ღონისძიება მიშას ისე მოეწონა, მთხოვა გორშიც გააკეთე ომის წლისთავზეო. კაი მეთქი. ჩემდა სამარცხვინოდ გორში ნამყოფი არ ვიყავი - ჩავედი დავდექი მოედანზე, ვხედავ უზარმაზარ სტალინს. მეთქი ამ ძეგლთან რამე როგორ გავაკეთო მიშა? ჯერ ეს მოხსენი! მოაშორე აქედან!


დავაბი - he is about visual, დავანახე როგორ გამოდის სიტყვით გორში ცენტრალურ მოედანზე, ომის წლისთავზე, ბერლინის კედლის ფონზე და როგორ ინგრევა მის უკან სტალინის გლორიფიკაცია - ძეგლი - იღებს სიენენი, ფოქსი, ყველა დიდი მედია! გაგიჟდა მოეწონა. როგორ არ უნდა მოსწონებოდა? მაგრამ ჩამიშალეს - ვანო მერაბიშვილმა გორში არჩევნები მაქვს მოსაგები 2010 წელსო. (ისე მე რა ჩამიშალეს, მიშასთვის იქნებოდა კარგი ახლაც, ეგ კადრი რომ არსებობდეს).


აღარ ვაკეთებდი ღონისძიებას სანამ არ დამპირდნენ რომ მოხსნიდნენ არჩევნების მერე - მერე უკვე სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნად გადავაკეთე და აღარ მოვეშვი სანამ ღამით არ მოხსნეს".

2
1027
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1027
  
2022, 18 მარტი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 მარტი, 18:51
#FRE.GE
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE.GE
შემოგვიერთდით მეგობრებო. ❤ ❤ ❤
FRE.GE - ეს შენი საიტია.
0 1 2