x
image
მილანისტა
ჩემპიონთა ლიგა მადრიდში იწყება

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი უბრუნდება. დღეს, ბებერი კონტინენტის 8 ქალაქში, ერთმანეთს 16 გუნდი დაუპირისპირდება. ამ 8 შეხვედრიდან განსაკუთრებულ ინტერესს მადრიდში, ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონებს შორის გასამართი ბრძოლა იწვევს.

A ჯგუფი
პსჟ-დინამო კ.
რვაწლიანი შესვენების შემდეგ, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. კატარული ინვესტიციით ძალიან გაძლიერებული ფრანგული გუნდი გათამაშების ვერა, მაგრამ ჯგუფია გამოკვეთილი ფავორიტი კი არის. პირველ ტურში, ანჩელოტის შეგირდები კიევის "დინამოს" მასპინძლობენ და აუცილებლად 3 ქულისთვის იბრძოლებენ.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან. პსჟ-მ 2-ჯერ მოიგო, "დინამომ" - ერთხელ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. პარიზში გამართულ ორ თამაშში მასპინძლებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა - არცერთი.
გუნდები შეხვედრას თითქმის უდანაკარგოდ ხვდებიან. სავარაუდოდ, მასპინძლებს ტიაგუ სილვა არ ეყოლებათ, რომელსაც, ტრავმის გამო, ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია.
• ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ უკანასკნელად 2004-05 წლების სეზონში ითამაშა. მაშინ, პარიზელთა ერთ-ერთი მეტოქე "პორტუ" იყო, რომელიც ფრანგებს ჯგუფში დღესაც ჰყავთ. 8 წლის წინათ, "პარი სენ ჟერმენმა" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან პსჟ-მ მხოლოდ 2 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, პსჟ-ს 17-ჯერ უთამაშია. პარიზელებმა 12-ჯერ მოიგეს;
• საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით, ევროტურნირებზე, "პარი სენ ჟერმენი" ბოლო ცხრამეტ საშინაო მატჩში დაუმარცხებელია;
• "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 28 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
• ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე 28 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში, ამ ტურნირზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, უკეთესი შედეგი მხოლოდ ლიონელ მესისა (51) და კრიშტიანუ რონალდუს (38) აქვთ;
• დღეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდის მაისურით ექნება ნათამაშები;
• ბოლო 10 მცდელობიდან, კიევის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერცერთხელ დასძლია.
სავარაუდო შემადგელობები
პსჟ (4-3-1-2): სირიგუ, ჟალე, საკო, ალექსი, მაქსველი, მატუიდი, მოტა, ვერატი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, მენესი.
დინამო კ. (4-2-3-1): კოვალი, სილვა, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაივო, ველოზუ, გერმაში, იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი, ბრაუნი.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

დინამო ზ-პორტუ
გასულ სატრანსფერო სეზონზე, "პორტუმ" გუნდის ლიდერი ჰალკი დაკარგა, მაგრამ პორტუგალიელები მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მაინც მიიჩნევიან. 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლა "პორტუმ" პირველივე ტურში უნდა დაიწყოს, სადაც ვიტორ პერეირას გუნდი ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ ზაგრების "დინამოს" გასვლაზე დაუპირისპირდება.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს ითვლის. ზაგრებში, ორივე თამაში "დინამომ" მოიგო, ხოლო პორტუგალიაში - "პორტუმ".
"პორტუს" დღეს დისკვალიფიცირებული როლანდუს გარეშე მოუწევს თამაში.
• ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ზაგრების "დინამოს" 33-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
• ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ზაგრების "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე 22 გოლი გაუშვა, რაც ტურნირის ანტირეკორდია;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან "დინამომ" 8 წააგო;
• "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ფინალურ ეტაპზე მეჩვიდმეტედ ითამაშებს. უკეთესი შედეგი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს (18);
• ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში ყველაზე მეტი (45) მატჩი "პორტუსა" და კიევის "დინამოს" აქვთ წაგებული;
სავარაუდო შემადგელობები
დინამო ზ. (4-4-1-1): კელავა, ვრსალჟკო, ვიდა, ტონელი, იბანესი, ლეკო, კალელო, სამირი, რუკავინა, კოვაჩიჩი, კოპი.
პორტუ (5-2-2-1): ჰელტონი, დანილო, მაიკონი, ოტამენდი, ალექს სანდრო, ლუჩო, ფერნანდო, მოუტინიო, ვარელა, როდრიგესი, მარტინესი.
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).

B ჯგუფი
მონპელიე-არსენალი
ჯგუფის ცენტრალური მატჩი მონპელიეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი და ბოლო დროს კარგად ათამაშებული "არსენალი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრას დამატებით ინტრიგას ოლივიე ჟირუს ფაქტორი სძენს. "მონპელიეს" ყოფილი ლიდერი ამჟამად "არსენალის" საკუთრებაშია. თუმცა, სავარაუდოდ, ფრანგი შემტევი ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩება.
ტრავმების გამო, "არსენალს" როსიცკი, სანია, ფაბიანსკი, შჩესნი, უილშირი, ფრიმპონგი და სავარაუდოდ დიაბიც დააკლდებიან. ლონდონელთა სათარიგოთა სკამზე ვერ იქნება არსენ ვენგერი, რომელიც დისკვალიფიკაციის პირველ მატჩს მოიხდის. რაც შეეხება "მონპელიეს", მას დისკვალიფიცირებული პიტოს გარეშე თამაში მოუწევს.
• საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, "მონპელიემ", ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშების 5 მატჩიდან 3 წააგო;
• "მონპელიე" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს;
• "არსენალის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, გასულ სეზონში, "მონპელიეს" ლიდერი იყო. 2011-12 წლების სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში მან 21 გოლი გაიტანა;
• "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეთხუთმეტედ ითამაშებს. უკეთესი შედეგი მხოლოდ "მანჩესტერს" (17) და "რეალს" (16) აქვთ;
• "არსენალს" საფრანგეთში არასდროს წაუგია;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო 20 გასვლითი თამაშიდან "არსენალმა" კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა და ეს შემთხვევა ფრანგულ "მარსელთან" დაპირისპირების დროს დაფიქსირდა.
სავარაუდო შემადგელობები
მონპელიე (4-1-4-1): ჟურდრენი, ბოკალი, ჰილტონი, იანგა-მბივა, ბედიმო, ესტრადა, კამარა, კაბელა, ბელანდა, უტაკა, ერერა.
არსენალი (4-2-3-1): მანონე, ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, გიბსი, დიაბი, არტეტა, ჩემბერლენი, კასორლა, პოდოლსკი, ჟერვინიო.
მსაჯი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ოლიმპიაკოსი-შალკე
მართალია, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი გელზენკირხენელებს აქვთ, მაგრამ პირველ ტურში, "ოლიმპიაკოსსა" და "შალკეს" შორის მაინც თანაბარი თამაშია მოსალოდნელი. საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსთან" თამაში თითქმის ყველას უჭირს და რა გასაკვირია, თუ პირეოსში გასამართი დაპირისპირება იოლი არც "შალკესთვის" იქნება.
• დღეს, "შალკე" ევროტურნირებზე თავის 150-ე მატჩს ჩაატარებს. წინა 149 შეხვედრიდან, გელზენკირხენელებს 77 მოგებული აქვთ;
• ბოლო ოთხ შემთხვევაში, როდესაც "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, გერმანელებმა პირველ ტურში გოლის გატანა ვერ მოახერხეს;
• "შალკეს" ცენტრალური მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი "ოლიმპიაკოსის" სკოლის აღზრდილია. საბერძნეთიდან გერმანიაში იგი 2010 წელს გადაბარგდა;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ცამეტ მატჩში, "ოლიმპიაკოსს" ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია.
სავარაუდო შემადგელობები
ოლიმპიაკოსი (4-1-4-1): კეროლი, ტოროსიდისი, პაპაზოღლუ, სიოვასი, ჰოლებასი, მოდესტო, აბდუნი, მანიატისი, ფუსტერი, მაჩადო, ჯებური.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტადტერი, ფარფანი, ჰოლტბი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).

C ჯგუფი
მილანი-ანდერლეხტი
გასულ ზაფხულში, "მილანიდან" ფეხბურთელების დიდი ოდენობით გადინების შემდეგ, იტალიური გუნდის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. მასიმილიანო ალეგრის რომ პრობლემები აქვს, ეს სერია A-საწყის ტურებშიც დამტკიცდა - 3 მატჩის შემდეგ, "მილანს" მხოლოდ ამდენივე ქულა აქვს. მიუხედავად პრობლემებისა, "როსონერი" დღევანდელ მატჩში მაინც გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება.
გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. პირველი 2 მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შემდეგ, ორივეჯერ "მილანმა" იმარჯვა.
ორივე გუნდი შეხვედრას დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო, "მილანს" რობინიო, პატო, მუნტარი, სტრასერი და დიდაკ ვილა დააკლდებიან. "მონპელიეს", იმავე მიზეზით, სუარესი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მილან იოვანოვიჩი არ ეყოლება.
• აქამდე, გუნდების გზები 2-ჯერ გადაიკვეთა და ორივე შემთხვევაში, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა;
• 15 მცდელობიდან, "ანდერლეხტს" იტალიური გუნდისთვის არცერთხელ მოუგია;
• "ანდერლეხტის" მთავარმა მწვრთნელმა, იონ ვან დე ბრომმა, ფეხბურთელის კარიერის ბოლო მატჩი "სან სიროზე" ჩაატარა;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 23 მატჩიდან "მილანმა" მხოლოდ 5 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან "ანდერლეხტმა" მხოლოდ ერთში იმარჯვა;
• ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, 0:0 ყველაზე მეტჯერ "მილანმა" ითამაშა.
სავარაუდო შემადგელობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, ბონერა, აკერბი, ანტონინი, ნოჩერინო, დე იონგი, მონტოლივო, ბოატენგი, პაცინი, ელ შაარავი.
ანდერლეხტი (4-4-2): პროტო, ოდოი, ვასილევსკი, დეშახტი, საფარი, ჟილე, კანუ, ბილია, იაკოვენკო, სუტერი, მბოკანი.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

მალაგა-ზენიტი
სავარაუდოდ, ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში მე-2 ადგილს შეეცილებიან და ამის გათვალისწინებით, ესპანეთში გასამართი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე გუნდის სათავეში ისეთი ხალხია, რომლებსაც ფული ნამდვილად არ უჭირთ და როგორც "მალაგას", ასევე "ზენიტის" წარმატების უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა. გასულ ზაფხულში, ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელების მხრივ, "ზენიტმა" დღევანდელი მეტოქე აშკარად დაჯაბნა - პორტუგალიიდან აქსელ ვიტსელისა და ჰალკის გადმობირებაში, სანკტ პეტერბურგელებმა დიდძალი თანხა დახარჯეს.
• "მალაგა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს;
• თუ დღეს ხავიერ სავიოლა მოედანზე ვიხილეთ, "მალაგა" იქნება მე-5 გუნდი, რომლის მაისურითაც იგი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქამდე, არგენტინელ თავდამსხმელს ამ ტურნირზე "ბარსელონას", "რეალის", "მონაკოსა" და "ბენფიკას" შემადგენლობაში უბურთავია.
სავარაუდო შემადგელობები
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო, სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი, კამაჩო, ხოაკინი, ისკო, პორტილიო, ელიზეუ, სავიოლა.
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი, ანიუკოვი, ალვესი, ლომბაერტსი, იანბაევი, ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი, ფაიზულინი, კერჟაკოვი, ჰალკი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

D ჯგუფი
რეალი-სიტი
შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა მადრიდში იწყება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონები წარსდგებიან.
ბოლო დროს, "რეალს" საქმეები ძალიან ცუდად მისდის. ლა ლიგაში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემდეგ, მადრიდელები ლიდერ "ბარსელონას" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან. უბედურია გუნდის ლიდერი რონალდუ და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, "სამეფო კლუბის" ბანაკში სერიოზული განხეთქილებაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი წყვილის ფავორიტად მაინც ჟოზე მოურინიოს ვარსკვლავთკრებული უნდა მივიჩნიოთ.
უდანაკარგოდ მოთამაშე "რეალს" "სიტი" ტრავმირებული რიჩარსის გარეშე ეწვია. საეჭვოა საბალეტას თამაშიც.
• ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 4 თამაშიდან "რეალმა" მხოლოდ 1 მოიგო;
• მიმდინარე სეზონში, "სიტის" კარი მშრალად არცერთხელ არ შეუნახავს;
• "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეთექვსმეტედ თამაშობს. უკეთესი შედეგი მხოლოდ "მანჩესტერს" (17) აქვს;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 25 მატჩიდან "რეალმა" გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა;
• ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, "რეალმა" ყველაზე მეტი, 99 თამაში მოიგო;
სავარაუდო შემადგელობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ბენზემა.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მაიკონი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი, ბერი, ი. ტურე, ნასრი, ტევესი, სილვა, აგუერო.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

დორტმუნდი-აიაქსი
"რეალი"-"სიტის" შეხვედრის მსგავსად, თავიანთი ქვეყნების ჩემპიონები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამ მატჩშიც. თუ "დორტმუნდს" 1/8-ფინალისთვის ბრძოლაში ჩართვა სურს, პირველ ტურში, "აიაქსი" უნდა დაამარცხოს. ამსტერდამელები ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნევიან (რაც ამ ჯგუფის სიძლიერეს ხაზს უსვამს) და საკუთარ კედლებში, მათთან ქულების დაკარგვა არ შეიძლება.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვდნენ. "აიაქსმა" ორივე თამაში მოიგო, საერთო ჯამში 3:0.
• "აიაქსის" ნახევარმცველი კრისტიან პოულსენი ამსტერდამელთა ერთადერთი 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელია;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან "აიაქსმა" 5-ში კარი მშრალად შეინახა.
სავარაუდო შემადგელობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი, ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი, რიინი, მოიზანდერი, ალდერვაირელდი, ბლინდი, შონე, სერერო, ერიკსენი, სანა, სიმ დე იონგი, ბაბელი.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.image

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:მილანისტა
მილანისტა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0