x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სამწუხაროდ, იმ დონემდე დავედით, რომ სადმე თუ შევხვდით, გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს" - ვანო ჯავახიშვილი მიშა ანდღულაძეზე
image

ლელა წურწუმიას თოქ-შოუში "მხოლოდ ლელასთან", რომელიც "მთავარ არხზე "გადის, მორიგ სტუმრად მიწვეული ჰყავდა ვანო ჯავახიშვილი, რომელმაც გადაცემაში სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა მიშა ანდღულაძესთან ურთიერთობის შესახებ:


ლელა წურწუმია:"მე პირადად დამაკლდა და ახლა შენგან მაინტერესებს პასუხი!-არ დაგკლდა მიშა?



ვანო ჯავახიშვილი:"მეგობრები დღესაც ვართ. მე დღემდე ვფიქრობ, რომ მიშა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ურთიერთობა. ეს ძალიან ცუდია. სადმე ერთმანეთს თუ შევხვდით და გამარჯობა ვუთხარით… სადღაც აქამდე დავედით, შეიძლება, ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ. ერთადერთი გულისწყვეტა, რაც მაქვს, ყველაზე დიდი, ჩვენი გაყოფით, როცა ნაწილი „რუსთავი 2“-ში დარჩა და ნაწილი აქეთ წამოვედით, ისაა, რომ მიშა ჩემ გვერდით არ იყო. რეალურად, ერთად გავატარეთ ცხოვრება მე და მიშამ, ოჯახებში მისვლებით, მოსვლებით, ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ასეთი არჩევანი გააკეთა. ის, რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, მე, ნიკა გვარამიას, გუნდს, რომელიც წამოვედით, რომ ჩვენ შევძლებდით ტელევიზიის გაკეთებას, მან ეს ვერ დაიჯერა…“



შეგახსენებთ, მიშა ანდღულაძე და ვანო ჯავახიშვილი ერთად მუშაობდნენ 2003 წლიდან "რუსთავი" -2-ში, სადაც მონაწილეობდნენ იუმორისტულ სკეტჩებში-შაბათის შოუ, კომედი შოუ, კლაბ შოუ, ხოლო ვანო ჯავახიშვილს პარალელურა მიჰყავდა "ვანოს შოუ", 2019 წელს "რუსთავი"-2-ის მეპატრონის გამოცვლის შემდეგ მათი გზები გაიყო, ვანო ჯავახიშვილი ყოფილი დირექტორს ნიკა გვარამიას გაჰყვა, რომელმაც ახალი ტელავიზია "მთავარი არხი" დაარსა, ხოლო მიშა ანდღულაძე "რუსთავი-2"-ში დარჩა.


მიშა ანდღულაძე და ვანო ჯავახიშვილი ფართო საზოგადოებამ გაიცნო 2000-იანი წლების პირველ ნახევარიდან, სადაც "ნანულის და გურამის " პერსონაჟმა დუეტს არნახული პოპულარობა მოუტანა.

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0