x
image
ლანა92
რატომ ბლოკავს "დისნეი" ძველ მულტფილმებს?

image


"დისნეი" რასისტული შინაარსის გამო ძველ მულტფილმებს ბლოკავს. სტრიმინგის სერვისმა "დისნეი +" დაბლოკა რამდენიმე ძველი მულტფილმი 7 წლამდე ბავშვებისათვის, რის შესახებაც პირველმა გამოცემა "დეილი მეილ"-მა განაცხადა, ბრიტანელი მომხმარებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.


ბავშვების აქაუნთებზე კონტენტის დაბლოკვის მიზეზი ისაა, რომ ანიმაციურ ფილმებში ასახული იყო რასისტული სურათები. შედეგად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ვეღარ ნახულობდნენ "პიტერ პენს", "არისტოკრატ კატებს", "დამბოს", "რობინზონების შვეიცარიულ ოჯახს".


"პიტერ პენში" ძირძველი ამერიკელები, ინდიელები მოხსენიებულია "წითელკანიანებად", "არისტოკრატ კატებში" სიამის კატა წარმოდგენილია აზიური შესახედაობის კარიკატურით, "რობინზონებში" მეკობრეები მუქკანიანებისა და აზიელების გარეგნობითაა წარმოდგენილი, ხოლო "დამბო"-ში იგრძნობა დაცინვა აფროამერიკელი მონებისადმი. აღნიშნული მულფილმები დაბლოკილია მხოლოდ პატარებისათვის, ხოლო დიდების აქაუნთებზე ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0