"უყურეთ როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი" - ხათუნა ხოფერია
პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტზე დოკუმენტურ ფილმს აზიარებს და წერს:
"გთხოვთ უყუროთ! ეს არის ზელენსკის ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ანალიზი. ეს არის ბრჭყალებს გარეშე ის, რაზეც მუშაობდნენ, რაც შექმნეს და რაც მიიღეს. სრულიად წარმოუდგენელია, ნორმალური, ადამიანური აზროვნებისთვის ის კლიშეები, შეფასებები, დასკვნები, რომელსაც ეს "მოაზროვნე ადამიანები" აკეთებენ!
უსმინეთ, როგორ ფასდება "თეატრალიზირებული" ომი! როგორ "გმირულ" დასასრულს უსურვებენ ახალგაზრდა, ვარსკვლავ პრეზიდენტს! როგორ ხედავენ ომის შემდგომ აყვავებულ, განახლებულ უკრაინას, რომელსაც ბეეევრ ფულს დაახარჯავს შერცხვენილი ევროპა, როგორც არ უნდა დამთავრდეს "судьба зеленского".
ეს ანალიზი კეთდება დღეს, გუშინ, გუშინწინ... ანუ, ბავშვების, მოხუცების, ჯარისკაცების სიკვდილის ფონზე... დანგრეული, მიწისგან აღგვილის უკრაინის ფონზე...
ნახეთ, როგორ კრუტუნებენ პროექტ- "მხიარული ომის", "თეატრალიზებული ომის ქრონიკის" შემქმნელები! როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი და ახალ პოლიტიკურ სტილს ჩაუყაროს საფიძველი!...
მოკლედ, უყურეთ "კუკლავოდების" ანალიტიკურ მარაზმს!!! ღმერთო, დაგვიფარე პოლიტიკური ექსპერიმენტებისგან! ...და როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტები თავად რუსეთის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს!"-წერს ხათუნა ხოფერია.
ეხლა მსოფლიოზეც ვიტყვი,ბევრი საშინელება აქვს ჩადენილი რუსეთს,მაგრამ მსოფლიოს კეთილგანწყობა ქონდა სულ,ოლიმპიადებს უტარებდნენ,ჩემპ. ლიგის ფინალებს და მსოფლიო თასს. ეს ყველა ღონისძიება დაეხმარა სახელის გაწმენდაში და ეკონომიკის გაძლიერებაში,რომლითაც იმ ბობმბებს ყრის. კაი მსოფლიომ გამოიღვიძაო,მაგრამ რა ხდება ყატარში და საუდის არაბეთში რატომ არ კითხულობთ,შვედები ყოველ დღე მოუწოდებენ მსოფლიოს რო არ ჩატარდეს ყატარში საფეხბურთო ჩემპიონატი,რადგან მშენებლობაზე ინდოელი მიგრანტები იხოცებიან. რა გააკეთა მსოფლიომ,ყველა საფეხბურთო კალენდარი შეცვალეს და ზამთარში ატარებენ მსოფლიო ჩემპიონატს. რა ინდუსების სიცოცხლე ნაკლებად მნიშვნელოვანია? მაგრამ ფული სადაც არის,ვის ადარდებს ადამიანი. ეს ხდება უკრაინაშიც,დიდი ფული სუნი ასდის და ზუსტად ფულით იყიდიან რუსები ისევ ევროპელებს. დარწმუნებული ვარ რო რუსეთს ბევრი ფული აქვს და არც სანქციებს დაიტყობს დიდად. ბოლობოლო ჩაკეტილი ქვეყნის სამართალმემკვიდრეა. ვიცი,რომ გვინდა დავიჯეროთ რო რუსეთი ფარჩაკდება და ინგრევა,მაგრამ რეალობა სხვანაირია. არასოდეს ყოფილა განვითარების ეტალონი ეგ ქვეყანა,მარა კისერი წაიტეხა ნაპოლეონმაც და ჰიტლერმაც. მეამიტომა არის იმის დაჯერება,რომ რუსეთს შიმშილი