x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩვენი ეპიდემიოლოგები შოკში არიან, უჯიკეთ, სირცხვილია !" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ორშაბთიდან ევროპაში ნიღბების მოხსნის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს!!!


გასაგებია, რომ ჩვენი ე.წ. ეპიდემიოლოგები შოკში არიან ბოლომდე ვერგასაღებული შხამით, მაგრამ უჯიკეთ, უჯიკეეეთ!


სირცხვილია ჩვარი პირზე!!!!!!" - ვკითხულობთ ლალი მოროშკინას ფეისბუქპოსტში.


ცნობისთვის, იტალიამ ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულება 10 თებერვლიდან მოხსნა.


შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეებში პირბადის მოხსნის ინიცატივით ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც გამოვიდა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი განათავსა:


"გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. თუ სურვილი აქვს ვინმეს არ დავუშალოთ 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ ჯარიმა თუ არ ატარებს არ უნდა არსებობდეს."- დაწერა ალერგოლოგ- იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.





0
404
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
404