პოეზია კიდევ ერთხელ დუტუ მეგრელის ლექსის - "მე პატარა ქართველი ვარ" შესახებ 2022, 13 მარტი, 12:28
13 მარტს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საყოველთაოდ ცნობილი ლექსის "მე პატარა ქართველი ვარ" ავტორი დუტუ მეგრელი(ნამდვილი სახელი დიმიტრი ხოშტარია), ამ თარიღთან დაკავშირებით უპრიანი იქნება კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთოთ იმ სიყალბეზე, რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა ამ ლექსის გარშემო.
ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში, ინტერნეტში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე აქამდე დუტუ მეგრელის ლექსს სრულად არ ვიცნობდით, რომ თურმე კომუნისტურმა ცენზურამ აკრძალა და ძალზე მნიშვნელოვანი სტროფები ამოიღო. რომ ლექსში სინამდვილეში საქართველოს ყველა კუთხე იყო ნახსენები და ინტერნეტის მომხმარებელებიც აქტიურად აზიარებდნენ და აზიარებდნენ. აი ნიმუშიც: "ქართლ, კახეთი, იმერეთი გურია და სამეგრელო რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და მესხეთი სასახელო ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი სვანეთი და აფხაზეთი ძველი ტაო-იმერხევი საინგილო და ლაზეთი მთიულეთის საარაგვო და აჭარის ზღვა და მდელო ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო! მაგრამ ეს ამბავი ბევრად უფრო პროზაულია და აქ საბჭოთა ცენზურა არაფერ შუაშია, საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა განათლების სისტემა უკვე ცდილობდა გათავისუფლიყო ძველი საბჭოთა სტერეოტიპებისგან, ქმნის "დედა ენის" განახლებულ ვერსიას, სწორედ იქ, 1998 წელს, მეორეკლასელთათვის პირველად დაიბეჭდა ლექსი "საქართველო", სადაც მითითებულია, რომ ლექსი შექმნილია დუტუ მეგრელის მოტივებზე. ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობდა:პირველი: ორიგინალ ლექსში მხოლოდ საქართველოს 5 კუთხეა მოხსენიებული, ბავშვებს რა თქმა უნდა ლექსის სწავლის დროს გაუხარდებოდათ, რომ მათი მშობლიური კუთხეც იქნებოდა ნახსენები და მეორე:ლექსი ძალზე მუსიკალურია და მარტივად სასწავლია, ამიტომ ამ მეთოდით ბავშვები ადვილად დაიმახსოვრებდნენ საქართველოს ყველა კუთხის სახელებს. და მაინც, რომელია დუტუ მეგრელის ლექსის ზუსტი ორიგინალი? ავტორს .ჟურნალ "ჯეჯილში"გამოქვეყნებისთანავე, 1901 წელსვე დაუმახინჯეს ლექსი.ჟურნალის რედაქტორმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელმა ბოლო სტროფი ჩაუსწორა და ასე გადააკეთა " და მსურს, მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე სიამ-ტკბილი“, ორიგინალის " და მსურს, მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე და სიკვდილის“ ნაცვლად. მეორე გამოცემაში 1907 წელს უკვე იაკობ გოგებაშვილმა "დედა ენაში" ამოიღო ერთი სტროფი: ქვეყნის თვალი – ეს ქვეყანა ღვთის მშობლისა არის წილი; ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი“ და ლექსის ფინალიც იგივე, 1901 წელს გამოცემული ვერსიის დატოვა. დუტუ მეგრელმა ძალზე მტკივნეულად განიცადა ლექსში ასეთი ჩარევა და 1907 წელს ჟურნალ „ნიშადურში“ დაწერა საპროტესტო წერილიც, სადაც საუბრობს, როგორც თავდაპირველ გადაკეთებულ ვერსიაზე, ასევე საყვედურობს იაკობ გოგებაშვილს. დუტუ მეგრელის წერილი მთავრდება ემოციური ფრაზით „ეს სრული აბუჩად აგდებაა მწერლისა!..“ მალევე იაკობ გოგებაშვილმა უპასუხა დუტუ მეგრელს და განუმარტა კიდეც რატომ ამოიღო ის ერთი სტროფი:" „ჩვენი კალმოსანი საქართველოს ქვეყნის თვალად სთვლის და ეს კი გადაჭარბებული ქებაა. ამავე სტრიქონში საქართველოს იხსნენიებს როგორც ღვთის-მშობლის წილ-ხდომილს ქვეყანას. ჩვენ კი „დედა ენაში“ უკანასკნელს სასულიერო განყოფილებამდი ქრისტიანული ელემენტი გამოტოვებული გვაქვს, რათა ქართველს სპარსელებს, კერძოთ, ქართველ მაჰმადიანებს საზოგადოდ და ქართველს ურიებს მივცეთ შეძლება, დაუბრკოლებლივ იხმარონ საერთო სახელმძღვანელო ქართულის ენისა“ ახლა კი დუტუ მეგრელის ლექსის ორიგინალი და სრული ვერსია: მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო - ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო. ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა ღვთის-მშობლისა არის წილი; ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი: ხან თუ მტერი აოხრებდა, იყო მღვრელი ცრემლის ცხარის; ბრწყინვალე დროც დასდგომია, დრო დავითის და თამარის!.. მე პატარა ქართველი ვარ, სახელოვან ერის შვილი და მსურს მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე და სიკვდილი!.. ასევე იხილეთუკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ზედზიედ ორი ლექსი გამოქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა: 1 ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის აი, ამ ლაფს ვიფიცები, რომელსაც მოვტოპავ, ამ ჭუჭყს და ამ ტალახს, რომელიც მაკრია, ამ საძაგ 75 წლის წინ, ქართული პოეზიის ისტორიაში შეიქმნა ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი "ნიკორწმინდა", რომელიც გალაკტიონმა რაჭაში კურორტ შოვზე ყოფნის დროს დაწერა. კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად. ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ მოხუც დურგალს - ნიკოლოზ ვაჩაძეს გალაკტიონისთვის ტყეში, ...დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.პოეტის ლექსები ჯერ კიდევ 1957 წლიდან იბეჭდება, გამოცემული აქვს რამდენიმე ლექსების კრებული და პოემები.დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიით (1968).ქვემოთ გთავაზობთ რა თქმა უნდა პირ... სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათა... 271 3-ს მოსწონს
|