x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ვინ არის "ვალი"? - მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერი, რომელიც ახლა რუსეთს ებრძვის

"ვალი" არის მსოფლიოში #1 სნაიპერი. კანადის 22-ე პოლკის ვეტერანი. მან წამოუდგენელი სიშორიდანნ მოკლა ტერორისტი და იქცა სამხედრო ლეგენდად.


image

image

"ვალი" მისი მეტსახელია. რაც არაბულად ითარგმნება როგორც "მფარველი", ან "მცველი".



თავისი რეპუტაცია მოიპოვა ავღანეთში, სირიასა და ერაყში.


ელიტარული სნაიპერი ორჯერ მსახურობდა ავღანეთის ომში 2009-2011 წლებში ქანდაჰარში ოპერაციების დროს. მეტსახელი "ვალიც" იქ შეარქვეს, მას შემდეგ რაც ათობით ტერორისტი მოკლა თავისი სნაიპერული შაშხანით.


image


მას მსოფლიოში ყველაზე დიდი მანძილიდან მკლვლობის რეკორდი აქვს მოხსნილი.


2017 წლის ივნისში, ერაყში, მან ესროლა ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტს 3540 მეტრის მანძილზე, რაც ყველაზე დიდი მანძილია, რაც ოდესმე რომელიმე სნაიპერს მიზანში მოუხვედრია.


მსოფლიოში ბევრი შესანიშნავი სნაიპერია, მაგრამ ძალიან ცოტაა ცნობილი და ამჯობინებს ანონიმურად დარჩენას. თუმცა "ვალი" არ მალავს სახეს, უფრო მეტიც სატელევიზიო შოუებშიც კი ჩანს ხშირად.


image

კარგი სნაიპერები დღეში 5-10 მკვლელობას ახერხებენ. ისინი არიან სნაიპერების ელიტარული ჯგუფის ნაწილი.


"ვალის" შეუძლია დღეში 40-მდე მკვლელობის უზრუნველყოფა.


ამ ციფრებმა ის ლეგენდად აქცია მსოფლიო სამხედროებს შორის.


40 წლის ფრანგულ-კანადელი ამჟამად კომპიუტერის პროგრამისტად მუშაობს.


თუმცა მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო მებრძოლებს მოუწოდა დახმარებისკენ მან დატოვა ოჯახი. უკრაინისკენ გაემართა. სადაც შეურთდა მოხალისეებს სხვადასხვა ქვეყნიდან რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.


ვალიმ თქვა, რომ უკრაინის მოწოდება დახმარებისთვის მისთვის არის როგორც „მეხანძრე, რომელსაც ესმის განგაშის ზარი“.


imageimage

გავრცელებული ინფორმაციით, ვალიმ უკვე მოკლა 6 რუსი ჯარისკაცი.


"მე მინდა დავეხმარო მათ. რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაბომბეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურთ იყვნენ ევროპელები და არა რუსები", - თქვა "ვალიმ" ბოლო ინტერვიუში.



9
720
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
720
  
2022, 13 აპრილი, 15:50
კი ნინო, პროფესიონალ და უკვე ცნობილ სნაიპერებს ამ სახით "ფარული ფრონტის მეომრად" აქცევენ შეგნებულად.
"მებრძოლს არ ჭირდება პოპულარობა, მისი ვალია შეასრულოს მისია და ჩრდილს შეეფაროს"-ასე გვასწავლიდნენ სამხედრო ინსტრუქტორები.
ოლივერი პროფესიონალია, მაგრამ პოპულარობამ თავბრუ დაახვია, როგორც წესი მისი კლასის სნაიპერები ჩრდილში დგომას არიან მიჩვეული და იშვიათად, მაგრამ მემუარებს წერენ".
2022, 13 აპრილი, 12:45
მაღალი კლასის სნაიპერებს "კლავენ" ეს ვერ გავიგე კარგად. ანუ მისივე მხარე აუჩინარებს?
2022, 22 მარტი, 0:07
ეტყობა ერთი ინსტრუქტორი გვასწავლიდა დასავლეთში. :)
2022, 22 მარტი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2022, 22 მარტი, 0:00
აი ეს კი დაუშვებელია.
ბრძოლის და ომის წარმოების ძველქართული დოქტრინა ამბობს: "იდექი ჩრდილში მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს".
მებრძოლს არ ამშვენებს კამერის წინ პოზიორობა, იომე და დარჩი ჩრდილში-მე ასე მასწავლიდნენ.
2022, 21 მარტი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2022, 21 მარტი, 22:27
საეჭვოა დაღუპული იყოს, და ჩამოვთვლი თუ რატომაა საეჭვო მიზეზებსაც თქვენი ნებართვით.
1. არავის უნახავს დაღუპული ოლივერი.
2. კანადის პრესამ და მედიამ მისი ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით უარყო მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.
3. ურთულესია ნებისმიერ რელიეფზე, შორი დისტანციიდან მოქმედი სნაიპერის აღმოჩენა.
4. სნაიპერთან კავშირს მუდამ ერთი და იგივე მეკავშირე ახორციელებს დახურული არხით.
5. შეუძლებელია ასეთი გამოცდილების და სტაჟის მქონე სნაიპერს გარმჟღავნებინა მისი ლოკაცია.
ოყენებდა შაშანას, რომელიც აღჭურვილია მანძილმზომით, ქარის სიჩქარის და მიმართულების მზომით, დღის და ღამის ოპტიკით.
6. ფრონტის ხაზი იბომბება მიგეხსენებათ მუდამ+სტრატეგიული ობიექტები, არა მგონია ოლივერს რომელიმე მათგანით ესარგებლა.
როგორც წესი ომის დროს მაღალი კლასის სნაიპერებს "კლავენ" რათა მასზე ნადირობა არ მოხდეს.
ვიცნობ ასეთ ქართველ სნაიპერს, რომელიც 2014 წელს ჩავიდა უკრაინაში და მას მერე იბრძვის, ერთხელ სეპარატისტებმა გამოაცხადეს ლიკვიდირებულად როცა "ზედმეტად" იაქტიურა, მეორედ უკრაინულმა მხარემ მიუგდო დეზა რუსულ სპეცსამსახურებს.
არა და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და დღესაც ცოცხალია და იბრძვის.

ბოდიში ნინო, მასალა, რომ "აგიწიოკეთ".
2022, 20 მარტი, 0:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9