საზოგადოებრივი 1 ბომბდამშენი ყოველ 63 წუთში და სხვა საინტერესო ფაქტები ომის შესახებ 2022, 14 მარტი, 10:46 1. როდესაც მეორე მსოფლიო ომი თავის პიკში იყო, Ford Motor–ი მძიმე ბომბდამშენ B-24–ს ყოველ 63 წუთში აწარმოებდა. 2. 1942 წელს BBC–მ სიმღერა «Deep In The Heart Of Texas» ეთერიდან ამოიღო, რადგან ქარხნების პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებდა. ის იმდენად «შემყოლი» იყო, რომ მუშები ჩარსებს და კონვეირებს თავს ანებებდნენ და სიმღერის რითმს ტაშს აყოლებდნენ. 3. ჰეროსიმაზე ჩამოგდებული ბომბი, სიმძლავრის მხოლოდ 2%–ით გააქტიურდა. ატომურ ბომბში რეაქციაში, არსებული ურანის მხოლოდ 1, 4% შევიდა. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ის რომ მთელი სიმძლავრით ამოქმედებულიყო?! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ატომური ბომბის ჩასაგდებად, აშშ-ის მესამე სამიზნე, ჰიროსიმას და ნაგასაკის შემდეგ, ტოკიო იყო. თუმცა, ვიდრე ეს მოხდა, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 4. ბრიტანელმა ქეროლინ ეკინსმა, მეორე მსოფლიო ომის რაციონის დაცვით, 1 წელში, 44 კგ. დაიკლო. ეს საექსპერიმენტო დიეტა იყო, რომელიც წარმატებით დასრულდა. 5. საბრძოლო ლაშქრობებზე და წვრთნის დროს, რომაულ ჯარში, ერთ კარავში 10 მეომარს ათავსებდნენ. ხოლო, კარვის ხელმძღვანელს დეკანს ეძახდნენ, რაც ლათინურად, «ათეულის უფროსს» ნიშნავს. 6. ადამიანების და საგნების შავი ჩრდილები მრავლადაა ტროტუარებსა და შენობებზე, იაპონიის იმ ქალაქებში, სადაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბების აფეთქება მოხდა. მიზეზი კი ის არის, რომ ატომური ბომბის აფეთქებს დროს, აფეთქების კერიდან, სინათლის უზარმაზარი ინტენსივობის ნაკადი და სითბო ვრცელდება. ხოლო, ადამიანები და ნივთები, ამ ენერგიას შთანთქავენ, რითაც მათ უკან მდებარე ობიექტებს, გამოსხივებისგან იცავენ. შედეგად, ატმოსფეროში გაბნეული სინათლე, «ჩრდილის» ირგვლივ, ნაგებობის ფასადს ათეთრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საშინელი ჩრდილები, დღეს იმ ფერის არის, როგორიც ტროტუარები და შენობა–ნაგებობები აფეთქებამდე იყო. უბრალოდ, დანარჩენი ზედაპირის გახუნება მოხდა, ხოლო ობიექტის თავდაპირველმა ფერმა, ჩრდილის სახე მიიღო. 7. თავდაპირველად, ხელის ჩამორთმევ იმის მაჩვენებელი იყო, რომ ხელში იარაღი არ ჰქონდათ... და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ის, უბრლო მისალმება. 8. გემზე თეთრი დროშის აღმართვა, «დანებების» კი არა, «მოლაპარაკებაზე თანხმობის ნიშანი იყო». მრავალი საერთაშორისო კონვენციის თანახმად, თუ კაპიტანი თეთრი დროშის აღმართვას გადაწყვეტს, მოლაპარაკებების დასრულებამდე, ყველა საომარი მოქმედება უნდა შეწყვეტილიყო. ხოლო, დანებების გადაწყვეტილების შემთხვევაში, – ყველა დროშა ქვემოთ ეშვებოდა. 9. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 10 წლით ადრე, თავის წიგნში – «Mein Kampf» (ჩემი ბრძოლა), ჰიტლერი წერდა ევროპაში მოსალოდნელი ომის შესახებ, რომელიც ებრაელ გერმანელებს სრულად გაანადგურებდა. 10. I მსოფლიო ომის დროს, ებრაელები გერმანელების მხარეს იბრძვოდნენ. გერმანიის ხელისუფლებამ, ომის დროს, ებრაელების აღწერა ჩაატარა, იმაში დასარწმუნებლად, რომ გერმანელი ებრაელიბი ომში არ მონაწილეობდნენ. რაოდენ მოულოდნელი იყო, აღმწერებისთვის იმის აღმოჩენა, რომ ებრაელები ომში მხოლოდ კი არ მონაწილეობდნენ, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვოდნენ. 11. მეორე მსოფლიო ომის დროს, საბრძოლო მოქმედება მსოფლიოს 40 ქვეყანაში მიმდინარეობდა და ომში 110 000 000–ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული. 12. I მსოფლიო ომის დროს, ფოსტის მტრედი შერ ამინი მკერდში დაიჭრა, ერთი თვალი და ერთი თათი დაკარგა, მაგრამ გზავნილების მიტანას ადრესატამდე მაინც აგრძელებდა. მისი წყალობით 194 ამერიკელი ჯარისკაცი გადარჩა. არხის სხვა სიახლეები:* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში* 12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო* "Russia, goodbye" - რუსეთს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები ტოვებენ* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ* 10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ602 1-ს მოსწონს
|