საზოგადოება თინა კანდელაკი წუხს, რომ "შვილებს უწყევლიან და მთელს მსოფლიოში რუსოფობიამ დაისადგურა" 2022, 11 მარტი, 12:38 თინა კანდელაკმა "ინსტაგრამზე" მთელს მსოფლიოში მზარდი რუსოფობიის შესახებ ისაუბრა. ტელეწამყვანი აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყების შემდეგ რუსების უფლებები ისე არ არის დაცული, როგორც ეს იყო შავკანიანი ადამინების მიმართ Black Lives Matter-ის დროს. „გლობალურმა ტოლერანტობამ მიატოვა ჩატი. მან გაიუქმა თავი“, - განაცხადა კანდელაკმა. ის წუხს, რომ უცხოურ სკოლებში რუს ბავშვებს აბუჩად აგდებენ, მშობლებს კი მოქალაქეობის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. ზოგიერთ რესტორანში რუსებზე მომსახურეობაზე უარს ამბობენ. „ადეკვატურია ის ხალხი, ვინც გმობდა ჰომოფობიას, ავრცელებდნენ ფემინიზმის იდეებს, მაგრამ დაივიწყეს ადამიანის ძირითადი უფლებები სიცოცხლისა და თავისუფლების შესახებ? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა. გული მერევა ამ თვალთმაქცობაზე“, - წერს თინა კანდელაკი. ტელეწამყვანი უკვე შეეგუა, რომ "სპეცოპერაციის" მხარდაჭერის გამო მუდმივად იღებს წყევლას საკუთარი შვილების მისამართით. ამასთანავე კანდელაკი აღშფოთებულია, რომ მიუხედავად მათი პოლიტიკური პოზიციისაა, რუსებს მაინც დევნიან მთელ მსოფლიოში. "ჩემი დირექტი სავსეა ჩემი შვილების წყევლით იმ პოზიციისთვის, რომელზეც მე ვდგავარ. მაგრამ, როგორც გაირკვა, მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილები დაისაჯოს. რუსის?Მიიღეთ. როგორც ჩანს, ეს არის ახალი ეთიკის წესები."-წერს კანდელაკი "ინსტაგრამზე" მანამდე წამყვანმა გადაცემა „ყველაზე ჭკვიანის“ მონაწილეების ღია წერილს უპასუხა, რომლებმაც სპეცოპერაციის მხარდაჭერის გამო ღალატში დაადანაშაულეს. 1154 2-ს მოსწონს |
ეხლა გაახსენდათ Black Lives Matter.......