x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
მაგიური შუბი, რომელზეც ნაპოლეონი და ჰიტლერი "ნადირობდნენ"
ლონგინუსის ცნობილი შუბის ხელში ჩაგდებაზე, თითქმის, 2000 წელია ბევრი ოცნებობს. ითვლება, რომ მას უდიდესი ძალა აქვს და რომ ის, მის მფლობელს, მაგიურ ძალაუფლებას და ამოუწურავ ენერგიას ანიჭებს.


ყველა ადამიანი, ვინც მას ფლობდა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, სრულიად დაუმარცხებელნი იყვნენ. ამიტომ, ლონგინუსის შუბის, ბედის შუბს ან ძალაუფლების შუბსაც უწოდებენ. გადმოცემით, ადამიანი, რომელიც მას ხელში აიღებს, მსოფლიოს ბედიც მის ხელში იქნება. მაგრამ, საკუთარ სიცოცხლეს მეტად ტრაგიკულად დაასრულებს.


image


სამხედრო ცენტურიონის გაიუს კასიუს ლონგინუსის ცხოვრება, რომლის სახელსაც შუბი ატარებს, ქრისთეს ჯვარცმის შემდეგ, კარდინალურად შეიცვალა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა მეომრების რაზმს, რომელსაც პილატემ ჯვარზე გაკრული ადამიანებისთვის, მათი სიკვდილის დასაჩქარებლად, წვივების გადამტვრევა დაავალა.


image

ვენის ლონგინუსის შუბი



ლონგინუსმა მეომრებს ქრისტესთვის წვივების გადამტვრევის უფლება არ მისცა და თავად მივიდა მაცხოვართან. მან ჩათვალა, რომ ჯვარცმული ქრისტე უკვე გარდაცვლილი იყო და ფერდში შუბი ჩასცა. თუმცა, სხეულიდან სისხლნარევი წყალი გადმოიწუწა და ცენტურიომს სახეზე შეესხა... და სასწაული მოხდა – ლონგინუსი კატარაქტისგან განიკურნა და მხედველობა სრულად აღუდგა. ამ მოვლენამ წარმართი ცენტურიონი ქრისტეს მიმდევრად აქცია. ხოლო, როდესაც ეს პილატემ გაიგო, ის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა.


მაგრამ ლონგინუსი ამან ვერ შეაჩერა. მან ქრისტე მხოლოდ კი არ იწამა, ქრისტიანობის მქადაგებელი თავად გახდა. 15 წლის შემდეგ, კაპადოკიაში, სადაც ის ქრისტეს ცოდნას ავრცელებდა, მის მოსაკლავად ჯარისკაცი გაგზავნეს.


ყოფილი ცენტურიონს მკვლელობის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი შუბიც წაიღეს, რადგან ჯვარცმულ ქრისტესთვის შერჭობის შემდეგ, ის მაგიურ ნივთად იქცა და წმინდა გახდა.


რომაელების ხელში ჩავარდნის შემდეგ, წმინდა შუბი, მფლობელებს ერთიმეორეს მიყოლებით იცვლიდა. შუბმა ბევრი მონარქის ხელი გამოიარა. მათ შორის: კონსტანტინე I დიდი, იუსტინიანე I, კარლოს მარტელი, კარლოს I დიდი, ჰენრი I, ოტო I დიდი და ფრიდრიხ I ბარბაროსა.

image

ვატიკანის ლონგინუსის შუბიდან ნახატი


ბედის განგებით, «ძალაუფლების შუბმა» აღმოსავლეთ ევროპას მიაღწია... ის ეკუთვნოდა კიევის დიდ მთავარს იაროსლავ ბრძენს, მონღოლთა მთავარსარდალს ხან მამაის, კულიკოვის ბრძოლის გმირს, მოსკოვის დიდ თავადს დიმიტრი I, ლიტვის დიდი მთავარს იაგაილოს...


როგორც ამბობენ, «ბედის შუბის», მოსკოვის აღებისას, ნაპოლეონსაც ჰქონდა. ქრისტეს რელიქვია, მისი ბანაკიდან, რუსმა პარტიზანმა კუზმა ნეტკაჩმა მოიპარა და ის ფელდმარშალ კუტუზოვს გადასცა, რომელმაც შემდგომში, ფრანგები დაამარცხა.


image

კრაკოვის ლონგინუსის შუბი


მომაკვდავმა კუტუზოვმა წმინდა შუბი, ვატერლოოს ბრძოლაში გამარჯვებულ, ევროპის საუკეთესო მხედართმთავარს გენერალ–ფელდმარშალს გებარდ ლებერეხტ ფონ ბლიუხერ უანდერძა. ასე მოხვდა შუბი ვენაში.


არსებობს ვერსია, რომ ვენაში შენახულმა შუბმა გერმანიის მომავალი ფიურერის ბედი განსაზღვრა. გადმოცემით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჰიტლერმა შუბი ჰოფბურგი სასახლის მუზეუმში ნახა... და გადაწყვიტა მთელს მსოფლიოს დაპატრონებოდა.


imageმოკავშირეები იმპერიის საგანძურს ვენაში აბრუნებენ


უკვე ხელისუფლებაში მყოფმა ჰიტლერმა, რომელიც ვენის შუბს უკვე ფლობდა, შეიტყვო, რომ ლონგინუსის სხვა შუბებიც არსებობდა. მაგ., ერთი ვატიკანშიც იყო. 1943 წელს, როდესაც რომი გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, რაიხის კანცლერის აგენტებმა ვატიკანის შუბის აღება მოახერხეს. მაგრამ, გადმოცემის თანახმად, მღვდელმსახურებმა შუბის ასლი დაამზადეს და ფაშისტებს ყალბი შუბი გადასცეს.


და როგორც ჩანს, ეს შუბის ერთადერთი ასლი არ იყო – მსოფლიოს რამდენიმე ეკლესია ამტკიცებს, რომ სწორედ მათთან ინახება «ბედის შუბი», ან მისი ფრაგმენტი. ყველაზე მნიშვნელოვანად კი, ვენაში (ჰოფბურგი სასახლის მუზეუმი), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი), კრაკოვში და ვაღარშაპატში (ეჩმიაძინის მონასტერი, სომხეთი) შენახული არტეფაქტები ითვლება.


imageეჩმიაძინის მონასტრის ლონგინუსის შუბი


ლონგინუსის შუბის ნახვა მხოლოდ გარკვეულ დღეებშია შესაძლებელი. მაგ., ვატიკანში მისი დემონსტრირება მხოლოდ დიდი მარხვის მე-5 კვირას ხდება. სომხეთში კი, შუბის ასლის ნახვა ნებისმიერ დროს შეიძლება, ხოლო ორიგინალს, ტაძრის მრევლს და სტუმრებს, სომხეთის პირველი განმანათლებლების მოციქულების თადეოს და ბართლომეს დღეს აჩვენებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

* 12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* "Russia, goodbye" - რუსეთს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები ტოვებენ

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

0
1176
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0