კონფლიქტები "პუტინი საბოლოოდ მაინც ჩაიგდებს ხელში უკრაინას" - მწერალი გურამ მეგრელიშვილი 2022, 8 მარტი, 23:54 "როგორც ჩანს, საბოლოოდ პუტინი მაინც მიაღწევს მიზანს და დიდი ფინანსური ზარალის მიუხედავად, ხელში ჩაიგდებს შეუფასებელ განძს - უკრაინას. ეს დაუჯერებელი იყო ჩემთვის, რადგან არასოდეს ვყოფილვარ რუსეთში და ჩემი წარმოდგენა - ეკონომიკური შეზღუდვები მოსახლეობას ააბუნტებს-მეთქი, ნაივურობა აღმოჩნდა. ის 5000 კაცი, ვინც ბედავს და გამოდის, არის 2 ტონიან ქვევრში ჩარჩენილი წვეთები, რომელსაც ორშიმო ვეღარ იღებს, არსებითად არაფერს ცვლის და არც განიხილავს მათ სინამდვილეში არავინ სერიოზულად. ვინც ახლა გარბის რუსეთიდან, ისინიც "იდეინი" ანტიპუტინისტები არიან, მაგრამ მათი ბრძოლისუნარიანობა სწორედ გაქცევით შემოიფარგლება. (და საინტერესოა, რომ საგარეო პოლიტიკაში, დიდად არ ცდებიან ხოლმე დამპყრობლური იდეის ორბიტას). რუსეთის მზაობა ახლა ასეთია: პუტინმა გამოაცხადა ყველა საწარმოო ხაზის ნაციონალიზაცია. სახელმწიფო ეხმარება გაკოტრებამდე მისულ ბიზნესებს ფეხზე წამოდგომაში (1 %-იანი სესხი) და რუსეთი, თავის დაპყრობილ და სატელიტ ქვეყნებთან ერთად ჩაკეტილ ეკონომიკად გადაიქცევა. (არგენტინაში ვნახე იგივე - იმპორტიცა და ექსპორტიც ძალიან შეზღუდული იყო და თავისივე ორთქლში იხარშებოდნენ უდიდესი პოტენციალის მქონე, საშუალო განვითარების ქვეყანა) სანქციები პირდაპირ შეეხოთ მილიარდერებს, მაგრამ როგორც ჩანს, ვინც ვალოდიას გარემოცვაში დარჩება, კაი კუშს მიიღებს უკრაინიდან. რუსი ბიდლო და ბომჟობა როგორც ცხოვრობდა, ისე იცხოვრებს, მას არ აინტერესებს არაფერი. ასეთი ქვეყნის 50-60%-ია. საშუალო ფენას რაც შეეხება, მათ რომ იკეა და აიფონები შეეზღუდათ, ეს დიდი პრობლემა არაა (უფრო გაერთიანდნენ იდეის გარშემო - "ვამარცხებთ ფაშიზმს). დოლარი გაუძვირდათ და რაღაც პერიოდი ვერ იმოგზაურებენ უცხოეთში, ამასაც გადაიტანენ რამენაირად და მონახავენ სხვა გზას (ვისაც ორი ზედმეტი კაპიკი ეგდო, ისედაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, 800 000 მოქალაქეობის მქონეა მარტო შვეიცარიაში). რუსეთის ეკონომიკა უკან დაიხევს და მერე ისევ მოიხოდება. რუბლი მსყიდველუნარიანი გახდება, დოლართან მიმართებით ნაგავი, მაგრამ შიდა ეკონომიკაში ძალა ექნება (ასე იყო პესოც. ჩემოდნით დამქონდა ფული ისეთი ინფლაცია იყო, მაგრამ ალღო აუღო ხალხმა. სხვათაშორის, კრისტინა კირშნერს ამ წუთას მისჯილი აქვს სასამართლოთი და რეალური მმართველია ქვეყნისა. ასე ეგონათ მასზეც დამთავრდაო, ქვეყნიდან არ გადის მისი ოჯახიც) ასე აღმოჩნდა, რომ რაც კოვიდის მერე გააკეთა ჩინეთმა (მის ტერიტორიაზე არსებული ბიზნესების დიდი ნაწილის აქციები უცბად გამოისყიდა), იგივეს აკეთებს რუსეთიც ომით. საწარმოო ხაზებს გადააწყობენ, გაარუსულებენ (არ ეშლებათ მოპარვა) და ექნებათ ადგილობრივი I Phone (მართალია ჟიგული აიფონი, მაგრამ ექნებათ). ბოლო-ბოლო, ის ღბადაღებული იკეაც მთლიანად რუსეთში იწარმოება თურმე. ზელენსკის დაშანტაჟების მცდელობა დასავლეთზე, რომ ცა დაკეტონ, არაფრის მომცემია, მან კარგად იცის, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს შეუძლებელია. რუსეთი ისე თამაშობს, რომ ცდილობს აქეთ დაარღვევინოს ხაზები ნატოს, რომ ხულიგნობაში მერე თვითონ იმარჯვოს, ამაში ბადალი არ ჰყავთ. ძალიან მაინტერესებს სად არიან ის მოქალაქეები და ამ ომში რას აკეთებენ, ვინც პრორუსული იყო. არ გვეგონოს, რომ მხოლოდ საქართველოში გვყავს ასეთები. უკრაინა სავსე იყო მუდამ. ისმის მათი ხმა? რა პოზიცია უჭირავთ? ასე გამოჩნდა, რომ ახლა სავალუტო გავლენების გადანაწილება ხდება მართლაც (ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა და არ დავუჯერე) - ამერიკის ორივე კონტინენტი დოლარი, აზია - იენი, ევრაზიის დიდი ნაწილი რუბლი (ჩაკეტილი ეკონომიკით) და ევროპაში ევრო და ფუნტი ეცდებიან კონკურენციას და დომინირებას. როცა პუტინი საბჭოთა კავშირს ახსენებდა, მხოლოდ ტერიტორიები არ ჰქონდა მხედველობაში, სწორედ ეს შიდა ჩაკეტილი სისტემა და დახურული ბაზარი იგულისხმა პირველ რიგში. ამას დიდი სიცოცხლე არ უწერია შეიძლება, მაგრამ გათვლა ასეთია - საბჭოთა ეკონომიკა დაბრუნდება. ვინ გამოვა გამარჯვებული ამ ომიდან? ერთი ისაა ცხადი, უკრაინელი ხალხი დევნილობისა და შევიწროვებისთვისაა განწირული. ევროპა ძალიან დასუსტდება (რამდენი ხანი გაქაჩავს სანქციებით, ეს უფრო მაინტერესებს). ევროპულ არხებზე ყოველ დღე ენერგო კრიზისზე ლაპარაკობენ, თუმცა მე მაინც მჯერა ევროპული იდეის და იმედი მაქვს, გადალახავენ ამ თავსდამტყდარ სენს და რუსეთი კი მარტივ მამრავლებად დაიშლება (ესაა გამოსავალი). ცალსახად რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება კარგს არაფერს გვიქადის. ისევ პერიფერიობა, ისევ ორღობეობა. ისევ რუსული ცხოვრების სტილი. გადაღებილი ეკლესიები და ხელისბიჭობა (თუ ფიზიკურად გადავურჩით ამ ურდოს). ეროკავშირისთვის მზაობას არ ვავლენთ. შიდა დაპირისპირება, დაჭმა და განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად ყვერების ფხანვა. ძველი სამყარო ინგრევა, ახალი გადანაწილებები გვიახლოვდება. ამ ნანგრევებში არ მოვყვეთ, ჩემი ქვეყნისა მედარდება", - ამის შესახებ მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს . 1100 შეფასება არ არის
|