ფოტოგრაფია ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ 2022, 9 მარტი, 10:12 როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ვიზუალური საშუალებები ინფორმაციის აღქმას ბევრად უფრო ამარტივებს, ვიდრე სიტყვიერი ან წერილობითი წყარო. ეს მტკიცებულება კი, რა თქმა უნდა, ჩვენს ახლო წარსულსაც ეხება, რომლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბეჭვდითი დოკუმენტის კი არა, ფოტოების სახითაც გვაქვს. აქ სწორეთ ამ ფოტოებიდა, ერთ ნაწილს გთავაზობთ, რომლებსაც უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ, ვიდრე დოკუმენტურ მასალებს. 1. ჰიტლერის ეს ფოტო 1924 წლის 20 დეკემბერს არის გადაღებული, მისი ლანდსბერგის ციხიდან გამოსვლისთანავე, რომელშიც ის «ლუდის პუტჩის» ორგანიზებისთვის იჯდა. 2. «დიდი სკატი», ან Great Manta, რომელიც კაპიტანმა კანმა 1933 წ. დაიჭირა 3. დედა–შვილი, აირწინაღებით, კერძს ამზადებენ. ფოტო გადაღებულია საფრანგეთის ერთ–ერთ სოფელში, I მსოფლიო ომის დროს. ომში ქიმიურ იარაღს ხშირად იყენებდნენ, ამიტომ მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული იყო დაცვის ასეთი საშუალებები გამოეყენებინა. 4. ასე გამოიყურებოდა მტრედების მობილური მოძრავი ფოსტა. გერმანია, 1915 წ. 5. დაივერები, XX ს–ის 40–იანი წლები 6. გერმანული ტანკი A7V, I მსოფლიო ომის დროს 7. «კეგლი ბიჭები», რომლებიც ბოულინგის თამაშს უყურებდნენ და მათ მოვალეობაში წაქცეული კეგლების ფეხსზე დაყენება შედიოდა, 1914 წ. 8. მატარებლის მგზავრები ნიღბებში. ერთს კი, გულზე პლაკატიც ჰკიდია, წარწერით: «ატარეთ ნიღაბი ან წადით ციხეში», 1918 წ-ის გრიპის პანდემია, კალიფორნია, აშშ 9. პოლიციელმა ნიუ–იორკში მოძრაობა გააჩერა, რომ კატას, კნუტთან ერთად, გზა უსაფრთხოდ გადაეკვეთა. 1925 წ. 10. პლაჟი ირანში, ისლამურ რევოლუციამდე, რამდენიმე თვით ადრე, 1979 წ. 11. ქაბულის ქუჩა, ავღანეთი, 1972 წ. 12. დას. გერმანელი ბავშვები ქალაქის გამყოფ კედელთან მივიდნენ, რომ აღმ. გერმანელ მესაზღვრეებს გამოლაპარაკებოდნენ. ბერლინი, 1989 წ. 13. მადრასში შიმშილის დროს, მამაკაცი საკუთარ ოჯახს, კანიბალებისგან ასე იცავდა. იმ პერიოდში, ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო. ფოტო გადაღებულია 1877 წ. 14. მეორე მსოფლიო ომის დროს, ინდოეთში, სამხედრო აღჭურვილობა სპილოების სახით იყო შენიღბული. 15. ასე გამოიყურებოდა დრეზდენი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
|
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤