ასტროლოგია საიდან გაჩნდა მარსზე უცნაური ხვრელები? 2022, 6 მარტი, 20:42 შეთქმულების თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ უცხოპლანეტელებს შეეძლოთ ხვრელის დატოვება, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ახსნა გაცილებით მარტივია. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა წითელი პლანეტიდან ახალი სურათი მიიღეს, სადაც ნათლად ჩანს მიწაში არსებული ხვრელი. თუმცა, შეთქმულების თეორეტიკოსები, რომლებიც ეძებენ უცხოპლანეტელების მტკიცებულებებს, გარკვეულწილად იმედგაცრუებული დარჩნენ იმის გაგებით, რომ ეს ხვრელი როვერმა დატოვა, წერს The Sun-ი. ეს ხვრელი არ არის ერთადერთი. ითვლება, რომ წითელ პლანეტაზე 30-ზე მეტი ხვრელია გაბურღული. ეს ყველაფერი მარსზემავალი Curiosity-ის წყალობით, რომელიც მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა. 2013 წელს პირველად როვერმა მოახერხა პლანეტის კლდოვან ზედაპირზე რობოტი მკლავის დახმარებით ღრმულის გაკეთება. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო კოსმოსის გამოკვლევისთვის, როდესაც რობოტმა პირველად გაბურღა მარსის კლდოვანი ზედაპირი ნიმუშის შესაგროვებლად. ეს ხვრელები საკმაოდ პატარაა, დაახლოებით 1, 6 სმ სიგანე და 6, 4 სმ სიღრმე. ექსპერტებმა დაიწყეს მისია კლდის ნიმუშების მოსაპოვებლად პლანეტაზე დიდი ხნის წინ გაუჩინარებული წყალის მოსაძებნად. „რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ზოგიერთი უცხო ცივილიზაცია იპოვის ამ ხვრელებს მას შემდეგ, რაც დედამიწა განადგურდება ბირთვული ომის შედეგად და მრავალი წლის განმავლობაში გამოიკვლევენ, როგორ მოხვდა ისინი აქ.“- აცხადებენ მეცნიერები. თუმცა, ამის მიუხედავად, ასტრონომებს სურთ მარსის ზედაპირის კიდევ უფრო ღრმად გათხრა, რათა, საბოლოოდ გაარკვიონ, არსებობდა თუ არა სიცოცხლე ოდესმე შორეულ პლანეტაზე. თუმცა, Curiosity-ს არ შეუძლია ღრმა გათხრების განხორციელება. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა შექმნეს ახალი როვერი Rosalind Franklin-ი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად გაბურღავს. როვერი უკვე მზადაა გასაშვებად, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო, მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. რამდენიმე შეფერხების შემდეგ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ Rosalind Franklin-ი გაშვებულ იქნას ს სექტემბერში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. 810 შეფასება არ არის
|