x
image
ლურჯი თოლია
ერიხ მარია რემარკის და მარლენ დიტრიხის LOVE STORY
image
ყველაზე ნაკლებად სექსი სჭირდებოდა ამ ორ ადამიანს ცხოვრების ამ ეტაპზე... თუმცა - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობამ განკურნა რემარკის სხეულიც და სულიც...
წარმოუდგენლად უცნაური შეხვედრა გამოვიდა - კაცმა რამდენიმე საათის შემდეგ, ზუსტად ამ რამდენიმე საათის წინ გაცნობილ ქალს გულწრფელად უთხრა რომ - იმპოტენტია... და ქალმა უპასუხა: ოოო - ეს არაჩვეულებრივია!... ე.ი. ჩვენ შევძლებთ ბევრი ვისაუბროთ, ვიძინოთ და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი...
მარლენი 19 წლის ასაკში გააუპატიურა ვიოლინოს პედაგოგმა - მოგვიანებით მოგონებებში დაწერს რომ - მისთვის მტანჯველ მოგონებად იქცა წითელი დივანი და ამაზრზენი არსება, რომელიც ხროტინებდა მასზე და შარვლის გაუხდელად დააკარგინა ქალწულობა... რემარკი - მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (39 წლის) - თავზე “წისქვილისქვადატრიალებული“ რთული ბიოგრაფიით - გარეგნულად - უდარდელი დენდი და მექალთანე - რეალურად - კალვადოსის ამარა დარჩენილი, კრიზისში მყოფი - უკვე დიდი მწერალი იყო...
მოულოდნელიც არაფერი მომხდარა - წინააღმდეგობებით აღსავსე, ურთულესი ურთიერთობები გამოუვიდათ... - არანორმალური, ავადმყოფური სიყვარული... მუდმივი ეჭვიანობა... განშორებები და წერილების ზღვა... ეს ყველაფერი - ფინალამდე...
ერთხელ რემარკი - ვერ გაუძლებს ცდუნებას და - ჟან გაბენთან გადასახლებულ მარლენს სახლში მიაკითხავს... და აი აქ იწყება კერპის მსხვრევა - მისი სათაყვანებელი დედოფალი ხვდება - მუხლებზე “დაცემული“, იატაკის ტილოთი ხელში ...
მარლენმა 21 წლით მეტი იცოცხლა ერიხზე... თეთრი ვარდების თაიგული გაუგზავნა დაკრძალვაზე, მაგრამ - ერიხის მეუღლემ, პოლეტ გოდარმა, ვარდებიც კი არ მიიღო მარლენისგან...
რაც შეეხება მარლენსქ 91 წლის ასაკში სუიციდით დაასრულა სიცოცხლე...
0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0