ასტროლოგია ნასა-ს სპეციალისტებმა სავარაუდოდ, მარსზე ნაპოვნი ყვავილის სურათი გამოაქვეყნეს 2022, 3 მარტი, 20:34 მეზობელ პლანეტაზე ყოფნის 3396-ე მარსიანულ დღეს, ნასას მარსმავალმა Mars rover Curiosity-მა კინაღამ გაანადგურა მარსის ბუნების სასწაული - ობიექტი, რომელიც წარმოუდგენლად ჰგავს ყვავილს, მარჯნის ტოტს, ან უბრალოდ ტოტს. როვერი დროულად გაჩერდა და ახლოდან რამდენიმე კადრები გადაიღო ინსტრუმენტით, სახელად MAHLI-ი. მრავალმა ენთუზიასტმა ეს ყვავილი მიიჩნია მარსზე წარსული სიცოცხლის მტკიცებულებად. მაგრამ ისინი მალევე განაწყენდნენ Curiosity-ის პროექტზე მომუშავე გუნდის მკვლევარის, ებიგაილ ფრეიმანის კომენტარებით. მან ტვიტერზე განმარტა, რომ "ყვავილი" მინერალური ობიექტია, ანუ ცოცხალი არ არის. ის წარმოიქმნება, სავარაუდოდ, სულფატებით, წყალისგან რომელიც ოდესღაც მარსზე იყო. მეცნიერულად, ასეთ წარმონაქმნებს უწოდებენ დიაგენეტურ კრისტალურ მტევნებს - სტრუქტურებს, რომლებიც შედგება რამდენიმე სხვადასხვა მინერალის კომბინაციისგან. ნასას მიაჩნია, რომ "ყვავილი" თავდაპირველად კლდეში იყო ჩასმული, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოინგრა. თვითონ გაცილებით ძლიერი და გამოკვეთილი აღმოჩნდა, ხელუხლებელი დარჩა ეროზიისგან. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ Curiosity როვერი უკვე წააწყდა რაღაც მსგავსს და ერთი შეხედვით მცენარეულს 2013 წელს. მინერალურ წარმონაქმნებს რომლებიც როვერმა შემდეგ გადაიღო, "ყვავილოვანი კომბოსტო" უწოდეს. მიუხედავად ამისა, „ყვავილმა“ შთაბეჭდილება მოახდინა მეცნიერებზე, რომლებმაც სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების გამოყენებით შექმნეს ობიექტის სამგანზომილებიანი გამოსახულება. სხვათა შორის, ზოგიერთი საკმაოდ სერიოზული მკვლევარი, რომლებიც საკუთარ თავს ასტრობიოლოგებს უწოდებენ და ვინც სხვა პლანეტაზე სიცოცხლეს ეძებენ, ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე მარსზე არსებობს. ან ძველთაგან იყო შემონახული, ან საიდანღაც ჩამოტანილი და როგორც იტყვიან, ფესვი გაიდგა.ზოგიერთმა ასტრობიოლოგმა წითელი პლანეტის ფოტოებზე სოკოც დაინახა. 529 შეფასება არ არის
|