x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვენ ამისთვის აურაცხელი სისხლი გავიღეთ!" -ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

image


პარლამენტარი, გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას შეეხება:



"სრული მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს!! ჩვენ ვიმსახურებთ იმ ოჯახში, იმ ცივილიზაციაში დაბრუნებას რომლის ერთ-ერთი შემოქმედები და მისი ღირებულებების საუკუნეობრივი მცველები ვართ. დიახ, ასეა! ელინიზმის, ანუ ევროპის გარიჟრაზეა დაწერილი პოემა "არგონავტიკა", სადაც ევროპა, ბერძნების სახით მოილტვის დიდ და ძლიერ კოლხურ სახელმწიფოში და ცივილიზაციაში. შემდეგ, როდესაც ევროპის უდიდესი სახელმწიფო რომი ქრისტიანებს ხოცავდა და ლომებს აჭმევდა, ევროპის დიდი ნაწილი კი ნახევრადველური ხალხით იყო დასახლებული ჩვენ და სომხეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ვაღიარეთ! შემდეგ, ჩვენც და სომხებიც საუკუნეების მანძილზე ვიყავით უტეხი ფორპოსტი ქრისტიანობის! ის, რომ მონღოლებმა, არაბებმა, თურქებმა და კიდევ სხვებმა ვერ აიღეს და ვერ დალეწეს ევროპა იმის შედეგია რომ პირველ და ყველაზე ძლიერ დარტყმებს ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე. ევროპელების სიმშვიდის და კულტურული რენესანსი მათ შორის ჩვენი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის და შეუპოვრობის ხარჯზე მოხდა! ევროპული ცივილიზაცია და თანამედროვე ღირებულებები ქრისტიანობამ შვა. ქრისტიანობის განაპირა მცველები კი ჩვენ ვიყავით! ჩვენ უნდა მიგვიღონ იქ, რასაც ვქმნიდით და სისხლით ვიცავდით. 1989 წლის 9 აპრილს, 90-იანებში, 2008 წლის აგვისტოში, დიახ ჩვენი სისხლით ვიცავდით რუსული ურდოებისგან ევროპას. ახლა ამ ურდოსგან დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს და ევროპას იცავს მედგარი და უტეხი უკრაინა! ჩვენ ვიმსხურებთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობას, ჩვენ ამისთვის აურაცხელი სისხლი გავიღეთ! გაგვიღეთ კარი უძველეს ევროპელებს და ევროპის ურდოებისგან მცველებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!"-წერს ელისაშვილი.
0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0