მსოფლიო ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს... 2022, 4 მარტი, 9:55 უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი 3 მარტს მორიგი მიმართვით გამოვიდა. მან პირობა დადო, რომ ომის დროს დანგრეული ობიექტების და შენობა–ნაგებობების აღდგენა აუცილებლად მოხდება და რომ, რუსეთის ხელისუფლებას, მიყენებული ზარალისთვის, კომპენსაციის გადახდა მოუხდება – გადმოსცემს სააგენტო УНIАН–ი. «რუსეთის სამიზნე ხარკოვში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იყო – უკრაინის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ძეგლი და ღირსშესანიშნაობა. დაბომბვის დროს, ტაძარი ხარკოველების თავშესაფარი იყო. ახლა კი, დანგრეულია. ეს წმინდა ადგილია. ამათ კი, ამისაც არ ეშინიათ. იმით სარგებლობენ, რომ ღმერთი მომენტალურ წინააღმდეგობას არ უწევს. მაგრამ, ის ყველაფერს ხედავს და მათ პასუხს აუცილებლად გასცემს. ისეთი ბუნკერი არ არსებობს, რომ ღმერთის რისხვას დაემალო... ტაძარს კი, აუცილებლად აღვადგენთ – თან ისე, რომ მასზე ომის კვალსაც ვერ ნახავთ. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში ყველა ტაძარს დაანგრევთ, – თქვენ ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრფელ რწმენას. რწმენას უკრაინის, ხალხის და ღმერთის მიმართ. და რუსეთს მივმართავ: ისწავლონ ტერმინები «რეპარაცია»* და «კონტრიბუცია»*. თქვენ ყველაფერს აანაზღაურებთ, რაც უკრაინის წინააღმდეგ გააკეთეთ. ხოლო, ვინც დაიღუპა – არ დავივიწყებთ. თქვენ მოხვედით ჩვენი ქალაქების დასანგრევად. გაანადგურე ჩვენი ხალხი. გვართმევთ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია. უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გაუთიშეთ ელექტროენერგია, წყალი და გათბობა. ადამიანები საკვების და წამლების გარეშე ტოვეთ. თქვენ ევაკუაციის მარშუტი დაცხრილეთ, რომლითაც ქალები და ბავშვები ქვეყანას ტოვებენ. დაიმახსოვრეთ, უღმერთოებო: როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფერი გიშველით...», – განაცხადა ზელენსკიმ. რეპარაცია* – საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება. კონტრიბუცია* – ფულადი გადასახადი, რომელსაც ომში გამარჯვებული მხარე დამარცხებულს აკისრებს, საზავო ხელშეკრულების ძალით. არხის სხვა სიახლეები:* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე* «პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ473 2-ს მოსწონს
|