პოლიტიკა პენტაგონის ხელმძღვანელი - " ..ეს რუსეთთან ომის მდგომარეობაში ჩაგვაყენებს" 2022, 3 მარტი, 13:25 პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები არ შეებრძოლებიან რუსეთს უკრაინაში. ფრენის აკრძალული ზონის უზრუნველყოფა კი აუცილებლად გამოიწვევს რუსულ თვითმფრინავებთან შეჯახების აუცილებლობას. ეს რუსეთთან ომის მდგომარეობაში ჩაგვაყენებს.“ - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა მიიღეს რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერაზე. 514 შეფასება არ არის
|