x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
,,თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა

ის რაც უკრაინაში ხდება, ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა წლების წინ იწინასწარმეტყველა. მაშინ, ის რასაც ვანგა ამბობდა, მეტად უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერდა. თუმცა, ახლა, შეიძლება ითქვას, რომ მისი წინასწარმეტყველება ზედმიწევით ახდა...


image


გადმოცემის თანახმად, 1993 წელს მასთან შეხვედრაზე მისულ უკრაინელებს წინასწარმეტყველმა უთხრა: «იქ, საიდანაც თქვენ ხართ, თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება... მეზობელი მეზობელს დაუპირისპირდება. ამ ყველაფერს კი, სასტიკი მმართველი განაგებდ. ეს 7 წელიწადს გაგრძელდება (რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო). შემდეგ მოვა ადამიანი და ერს თავის მფარველობაში აიყვანს».


უკრაინასთან დაკავშირებული, ვანგას სხვა წინასწარმეტყველაც არსებობს, რომელიც მან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანებთან გააჟღერა მაგ., ასეთი: «მოვა მეფე, რომელიც ცეცხლით და დენთით იქნება მონიშნული. ის მსოფლიოს დასცინის... და არავინ აღიქვამს მას სერიოზულად. ასე, რომ შეტაკება იქნება. აღიგვება ყველაფერი და შედეგი საშინელი იქნება, რადგან ბევრი რამ მსხვერპლად შეეწირება». «მოვა სისხლიანი ცეცხლოვანი მეფე»... ახლა უკვე ვიცით, რომ ეს «მეფე» რუსეთის პრეზიდენტია.


სხვა წინასწარმეტყველებაში ვანგამ ცეცხლოვან არწივზე ისაუბრა, რომელიც «აფრინდება და მაშინ, როგორც ფრინველები, ადამიანები სახლებში დაბრუნდებიან». ეს კი, რუსეთის მარცხზე და ომის დასრულებაზე მიუთითებს და აქ რუსეთი უკვე ცეცხლოვანი არწივის სახით არის წარმოდგენილი (რუსეთის გერბზე ორთავიანი არწივია გამოსახული, რომელიც ერთდროულად, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით იყურება).



ვანგას წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებულია ომის დაწყების თარიღიც – ეს არის «სარკისებური ორიანების დღე, რომელიც მსოფლიოს შეცვლის», ანუ 22.02.2022. რეალურად ომი 24 თებერვალს დაიწყო, «5 ორიანის დღეს» – 24.02.2022. თავის ერთ–ერთ წინასწარმეტყველებაში ვანგა ამ დღესაც ახსენებდა. თუმცა, ეს მეტად ბუნდოვანი წინასწარმეტყველება იყო, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაიხსენეს, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.


image

არხის სხვა სიახლეები:image* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* «პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

2
3399
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3399
  
2022, 16 მარტი, 16:21
ეს ვანგა გარდაცვლილი მეგონა და თურმე აგერ არ წინასწარმეტყველებს...
2022, 6 მარტი, 21:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2