საზოგადოება 12-15 წლის მოზარდებში 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%), სრულად აცრილი – 3 112 (1.75%) 2022, 26 თებერვალი, 2:10 განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 3 575-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 23 025 -მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა. . რაც შეეხება ვაქცინაციას მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებში, 24 თებერვლის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%), სრულად აცრილია – 3 112 (1.75%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 512 (15.43%) და სრულად აცრილია- 11 044 (13.62%). . შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე. , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19 დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული.
ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რაც აღნიშნულ ვარიანტთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ:
.
„COVID-19-ის გამომწვევი ახალი ვარიანტი 2021 წლის ნოემბრიდან გავრცელდა და წინა ვარიანტებთან შედარებით გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება;
.
-ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით 5-ჯერ უფრო გადამდებია;
-ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს;
-ომიკრონისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმტომებია: ყელის, თავის ან წელის ტკივილი, სურდო, ზომიერი ცხელება, ხველა, ღამით ოფლიანობა, საერთო სისუსტე და სხვ.;
-სიმტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ნუ აღელდებით, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 15-22 ზე და ისარგებლეთ ონლაინ კლინიკით. დარჩით სახლში, მოერიდეთ ოჯახის წევრებს და, თუკი მათთან კონტაქტი გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე, არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები, გაწმინდეთ და საგულდაგულოდ დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და დარჩით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებშიც.
.
-გახსოვდეთ, ვაქცინაცია დაავადების მძიმედ განვითარების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ბუსტერი კი მნიშვნელოვნად ზრდის, მათ შორის ომიკრონისგან, დაცულობას.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე!“, -ვკითხულობთ განცხადებაში.
4 შეფასება არ არის
|