პოლიტიკა ჩერნობილის ზონაში რადიაცია გაიზარდა 2022, 25 თებერვალი, 16:44 ჩერნობილის ზონაში დაფიქსირდა რადიაციის კონტროლის დონის გადაჭარბება. როგორც გავრცელდა, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. „ რადიაციული მონიტორინგის გამორიცხვის ზონის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები (წითელი წერტილები) გადაჭარბებულია მნიშვნელოვანი რაოდენობით.“ - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლის გამო ამ ზონაში რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. 149 შეფასება არ არის
|