x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 რამ, რასაც ტანსაცმლის მაღაზიაში არასდროს გეტყვიან

ტანსაცმლის მაღაზიები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული დაგვახარჯვინონ, ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ხრიკებს.

აქ სწორედ იმ ინფორმაციას გთავაზობთ, რომელსაც მწარმოებლები და გამყიდველები გვიმალავენ:


ფასდაკლება მაღაზიისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მყიდველისთვისimage


ფასდაკლების აქციები – იძულების საშუალებაა იყიდოთ ის, რის ყიდვასაც არ აპირებდით. ფასდაკლების ნახვისას, "კარგ შეთავაზებაზე" უარის თქმა ყველას არ შეუძლია. მაგრამ, ფასდაკლების უკან, რეალურად რა იმალება?

ზოგჯერ, გაყიდვების წინა დღეს, საქონელზე ფასები სპეციალურად იზრდება, რომ შემდეგ, ფასდაკლება გამოაცხადონ და მყიდველები მიიზიდონ.
მაღაზიის ვიტრინაზე და რეკლამაში, შეიძლება ფასდაკლება 70 % კი იყოს. სინამდვილეში, 70 %–ით ფასი მხოლოდ ერთ ნივთს აკლდება, დანარჩენზე კი ფასდაკლება, მაქსიმუმ, 10 % შეადგენს.


ერთი ზომა შეიძლება იყოს პატარა ან დიდი, ბრენდის მიხედვით
image


მწარმოებლები ზომის განსხვავებული სქემებით მუშაობენ. ამიტომ, ერთი ბრენდის სამოსი, შეიძლება, S–ზომის მოგერგოთ, ხოლო მეორის – M. ზოგიერთი კომპანია კი, სპეციალურად "აპატარავებს" საკუთარი ნაწარმის ზომას, რომ მყიდველმა უფრო მონდომებით შეიძინოს მათი პროდუქცია (სასიამოვნოა, როდესაც M ზომის ნივთს შეიძენ და ის რეალურად L–ია, მაგრამ ამის შესახებ არ იცი).


ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობა, ხარისხის გარანტიას არ იძლევა
image


მსხვილი ბრენდები, პერიოდულად, სამოსის ხაზს უშვებენ, რომელიც ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობით არის შექმნილი. ამის მიზანი ის არის, რომ ექსკლუზიურობისთვის, მყიდველს უფრო მეტის გადახდა აიძულოს. თუმცა, ექსკლუზიურობა მხოლოდ შეზღუდულ ტირაჟშია, ხარისხი კი, ხშირ შემთხვევაში, მაღაზიის სხვა ნივთებისგან არაფრით განსხვავდება.


ფასდაკლების სექცია გამიზნულად არის არეულიimage


ალბათ შეგინიშნავთ, არა? მაღაზიაში სამოსი, როგორც წესი, თაროებზე აწყვია ან საკიდებზე კიდია. ხოლო, ფასდაკლების სექციაში ქაოსია და ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ამ ხრიკს გამყიდველები გამიზნულად მიმართავენ, რომ გამყიდველმა თავი ბედნიერად იგრძნოს, როდესაც ამ არეულობაში რამე კარგს აღმოაჩენს, თან ხელსაყრელ ფასში... და შემდეგ რა ხდება? – ის მაშინვე სალაროსკენ გარბის.


ტანსაცმლის წარმოებაში მავნე ქიმიკატები იყენებენ
image


მაშინაც კი, თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ ნივთი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, ის შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს, რადგან წარმოებაში გამოიყენება ქიმიკატები, რომელთა აღმოჩენა სპეციალური ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. ამ ნივთიერებების გამოყენების მიზეზი, ნივთებისთვის საჭირო ფერის და ფაქტურის მინიჭება არის. გარდა ამისა, საქონელს მწერებისგან და ობისგან დაცვაც სჭირდება. ამიტომ, ახალი ნივთის შეძენის შემდეგ, აუცილებლად გარეცხეთ, რომ სამოსს მავნე ნივთიერებები მოაცილოთ.


სინთეტიკა ნატურალური ქსოვილების ფასად, მხოლოდ ხრიკია
image


მწარმოებლები, ხშირად, ხელოვნურად ზრდიან ფასებს სინთეტიკურ ნაწარმზე, რომ მყიდველს უფრო ძვირიანი ნატურალური სამოსის ყიდვისკენ უბიძგონ. მყიდველს ჰგონია, რომ ბამბის ან შალის ნივთი არც ისე ძვირია, ხელოვნურთან შედარებით და ამიტომ მას ყოყმანის გარეშე იძენს.


დიზაინერული საქონელი სავაჭრო ცენტრში უფრო ცუდი ხარისხის არის, ვიდრე ბრენდირებულ ბუტიკებშიimage


ეკონომიის მიზნით, ბევრი დიზაინერული სამოსის შესაძენად, სავაჭრო ცენტრში მიდის. ტანსაცმელი და აქსესუარები იქ დიზაინერების კოლექციების ნიმუშებს მხოლოდ ჰგავს. ძვირადღირებული ბრენდები, სავაჭრო ცენტრებისთვის, ასეთ ნაწარმს იაფიანი ნედლეულისგან სპეციალურად ამზადებენ, რომ მოგება იმათგანც მიიღონ, ვისაც ძვირიან ბუტიკებში ნივთების შეძენა არ შეუძლია.


მაღაზიაში უხარისხო სამოსი იყიდება, რომელიც მალე ცვდებაimage


ნებისმიერ ოჯახში მოიძებნება დედის ან ბებიის ნახმარი ნივთები, რომლის ტარება დღესაც შეიძლება. თანამედროვე სამოსი კი, იმდენად უხარისხოა, რომ რამდენიმე გარეცხვის შემდეგ, გადასაგდები ხდება. სწორედ ეს არის მწარმოებლის მიზანი, რომ რაც შეიძლება ხშირად შევიძინოთ ახალი ნივთები.


მოდა თითქმის ყოველკვირა იცვლებაimage


წავიდა ის დრო, როდესაც მოდის ინდუსტრიაში მხოლოდ 2 სეზონი იყო: გაზაფხული–ზაფხული და შემოდგომა–ზამთარი. ტანსაცმლის ამჟამინდელმა მწარმოებლებმა კურსი მიკროტრენდებზე აიღეს. მაღაზიებში, თითქმის ყოველ კვირა, ახალი მოდური ნივთები ჩნდება. ეს იმისთვის, რომ მაღაზიებში ხშირად იაროთ და რაც შეიძლება მეტი დახარჯოთ.


image


imageimageimageimage




5
682
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
682
  
№1 ქართული სოციალური ქსელი. WAPI,GE ❤ ❤ ❤
WAPI,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. WAPI,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
თქვენი თავი წარმოიდგინეთ კომპანიის ადგილას,თან იმ დროებაში და იმ ვითარებაში,როცა ყველა გამყიდველია და ყველა მყიდველი. ამაზე დიადი საბჭოთა მოქალაქე გაბრაზდება,რას ქვია გამყიდველია ე.ი. კაპიტალისტი გამოდის,ერთი კაგრად შეგვიკურთხებს და ადიდებს ძია სტალინს. არადა ყველაფერი მარტივია,ზოგი ყიდის ყურძენს,ზოგი თავის უნარებს და ზოგის ლიმონათს. აი,ბირჟავიკები რომ არიან,ისინიც გამყიდველები არიან,თავის ხმას ყიდიან და ამაში არაფერი არ არის დასაძრახი. რამდენადაც ვიცი,მასწავლებელი ბრძანდებით და თქვენი მიცემული ცოდნა შეიძლება არ გამოდგეს მოსწავლეს ან არ შეესაბამება მოცემულ რეალობას,მაგრამ ხომ არ უნდა თქვას თქვენმა მოსწავლემ რო შეატენეთ რაღაც ინფორმაცია და დაკარგვინეთ დრო უაზრობების სწავლაში? მას არ გამოადგა შეიძლება,მაგრამ თქვენ ხო ეს არ გაგიფიქრიათ,თქვენი სურვილი სხვა რამე არის,თქვენ მოსწავლეს მიაწოდოთ ყველაფერი რაც მას გამოადგება მომავალში,მაგრამ თუ რამე ისე არ წავა,რა თქვენი ბრალია? თქვენ სურვილს ეს არ ცვლის. რაც არ უნდა იყოს,არჩევანი მოსწავლემ გააკეთდა ან მისმა მშობელმა,თუ არ მოსწონდათ თქვენი ცოდნა და უნარები,სხვაგან შეეძლოთ წაეყვანათ. თან არ არსებობს ეგეთი რამე,რომ მასწავლებლის მიცემული ცოდნა ერთ მოსწავლეს მაინც არ გამოდგომოდა. ესეა ეს სამყარო მოწყობილი,მე არაფერში მჭირდება თქვენ უხარისხო პროდუქტი მოგასაღოთ და თქვენ არაფრის მომცემი ცოდნით გამომიტენოთ თავი,რადგან ორივე წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. თქვენ დაკარგავთ სახელს და ყველას ეცოდინება,რომ თქვენი მოსწავლე ლაყე თავით დადის,ხოლო ჩემზე,უხარისხო პროდუქტი ჩამომაქვს და კლიენტურას დავკარგავ.
ერთ რამეში ვერ დაგეთხამებით,მწარმოებლის მიზანი არ არის უხარისხო პროდუქტის მისაღება მომხმარებელზე(საქართველოში ყველაფერი მოსულა). ნებისმიერი მწარმოებელი ფიქრობს,რომ მომხმარებელს დაუკმაყოფილოს სურვილები და შექმნას მათთან გრძელვადიანი ურთიერთობა. უხარისხო პროდუქტი მომხმარებელს აკარგვინებს და იმიჯს უფუჭებს,რასაც წლების მანძილზე აშენებენ და ამას არ გააკეთებენ. თქვენი ეს წარმოდგენა შექმნილია საქართველოში მომხდარ ფაქტებზე,რასაც სხვა მიზეზები აქვს. ვიღაც შემოიტანს რაღაც ძონძებს თურქეთიდან და მიგიწერს მაღაზიაზე პრადას,ხოლო სახელის მიწერა ხარისხს არ ზრდის. შენ ფიქრობ,რომ პრადა იყიდე,როცა ვიღაც თურქის შეკერილი ძონძებია სინამდვილეში. უფრო რეალური არის გადახდისუნარიანობა იმ ქვეყნის მოსახლეობის,რომელშიც ოპერირებ. ხარისხიანი ადიდასები ძვირი ღირს და განვითარებად ქვეყნებში ვერ გაწვდებიან ამ ძვირ ფასს,ამიტომ იქმნება შედარებით დაბალი ხარისხი,შედარებით დაბალ ფასში. ადიდასი ტყუილად არ ვახსენე,მსოფლიო ბრენდია და მასრობიობას აწვება,ხოლო მას სჭირდება განსხვავებული კონცეფცია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებისთვის,რად დროსაც განსხვავება არის ხარისხში. 50 ლარად ნაღდი ადიდასების ყიდვა შეუძლებელია,ხოდა მიტომ ძვრება ძირი მალევე. ასერომ ეგ საბჭოური აზროვნება არის,როცა კომპანიაზე ამბობთ,რომ შეგტენათ რაიმე,როცა გადაწყვეტილება თვითონ მიიღეთ.
გაურკვეველი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად განმარტოთ,რა არის ფასეულობითი ფასნამატი. ძირითადად კომპანიები იქნებენ თვითღირებულებით ფასნამატს,თვითღირებულებას უმატებენ მათთვის სასურველ პროცენტს და ასე ადებენ ფასს. არცთუ იშვიათად იყენებენ ფასეულობით ფასნამატს,რა დროსაც პროდუქტი/მომსახურება შეიძლება თვითღირებულებაზე ათჯერ მეტი იყო ფასი. აქ იყენებენ ასეთ ტექსტებს,შეიძინე ეს პროდუქტი და გახდი მსოფლიოში ერთდადერთი,ვინც ამ პროდუქტს მოიხმარს. მომხმარებელს აქვს განცდა,რომ რაღაც ყველასთვის საოცნეობოა და ის არის იღბლიანი,გაჯგმული დადის მოკლედ. სხვადასხვა ავტო მწარმოებელი იყენებს ამას,გამოუშვებენ რაღაც მოდელის ავტმობილს შეზღუდული რაოდენობით,გადაახხდევინებს დიდ ფულს ამაში,ხოლო თვითღირებულება შეიძლება ჟიგულის ფასიც არ იყოს. კალაძეს ათხლეშიეს ეგრე დიდი ფული პორშეს მარკის ავტომობილში,ხშირად ამბობენ ხოლლმე,რომ ასეთი მხოლოდ 7 არის მსოფლიოში და ერთი კალაძეს ყავსო :) აგერ მარადონას მაისური 4 მილიონად გაიყიდა,რომლითაც "ღმერთის ხელი" გაუტანა ინგლისს. ფანატებს რა დალევს და ჩააცმევენ ვიღაც ცნობილ სახეს რაიმეს, იგივე ტანსაცმელში დიდ ფულს იხდი და გაქვს განცდა,რომ მონიკა ბელუჩი ხარ :) რეალურად,ფულს იხდი ბრენდში და არა კონკრეტულ პროდუქტში. აგერ დემნა გვასალია ძონძებს ყიდის დიდ ფასად,ზოგს კალოშები ჩააცვა და ზოგს "ტელეგრეიკა". საქართველოში მაგას ვერ გაყიდის და წარმატებები დემნას,ტვინნაღრძობ ამერიკელებს შეტენოს რაც უნდა და როგორც უნდა
საქართველოში დიდი ბუმი არის ფასდაკლებებზე,რაც ორ რამეზე მეტყველბს,კომპანიებს მაგარი მარკეტინგის დეპარტამენტი ყავს ან ადამიანთა ცოდნა მინიმალურია. თუ გადავხედავთ კომპანიების ცეხავიკურ მისიას და მიზნებს,პირველი გამორიცხულია,რადგან ცეხავიკებს კარგი მარკეტოლოგის "დათრევა" იშვიათად გამოსდით. მაგალითისვის,სმაილის მაღაზიათა ქსელში ერთერთი ტექნიკაზე იყო ფასდაკლება/აქცია,რა დროსაც მომხმარებელს შეეძლო 1,2,3,4 ციფრებით სასურველი რიცხვი დაეწერათ და ის გადაეხადათ ამ ტექნიკაში. ყველამ 1234 გაიფიქრეთ ეხლაც და დიდი ალბათობით,იმ პერიოდშიც ამ განწყობით მივიდნენ ადამიანები,მაგრამ მაღაზიაში იგებ ერთი დატქმის შესახებ,პირველი რიცხვი 4 უნდა იყოს და არა 1,ხოდა 4123 ლარი გამოდის,რაც რეალური ღირებულება არის ამ მონიტორის. მავანი იტყვის,რომ თუ ადამიანი 1234 ლარით მივიდა,ვერანაირად ვერ გადაიხდის ამ თანხას,მაგრამ ეგ არც ადარდებთ მსგავს კომპანიებს,მთავარია მიხვიდეთ.როცა მაღაზიაში მიხვალთ მაგ ფულით,დახარჯავთ კიდეც. თან რამდენი ადამიანი იცით,ვისაც დიდი მონიტორის ქონის აუცილებლობა აქვს,მაგრამ აქ ერთი ნიუანსია,თუ დიდი მონიტორი ღირს ასე იაფი,რა ეღირება შედარებით პატარა. ამ განწყობით/მოტივაციით მიდიან მაღაზიაში და მაღაზიის "გაბითურებას" უპირებენ,ხოლო პირიქით ხდება ეგ ამბავი. სინამდვილეში ყველაფერი მარტივია,მაგრამ ადამიანები გონებრივი გაქანება არ უწყობს ხელს და ეს უშლით ხელს ლოგიკურ აზროვნებაში. ბიზნესი იქმნება მოგების მიღების მიზნით,ხოლო როცა 70% ფასდაკლებას გიცხადებს,რა გამოდის რო მინუსებში გადის ან სერიოზული ფანსმატი აქვს. მეორე შესაძლებელია,თუ კომპანია ფასეულობით ფასნამატს იყენებს,მაგრამ ფასეულობა იკარგება მაშინვე,როცა მასისთვის ხელმისაწვდომი ხდება და ამას არ იზავს არაფრის დიდებით.
0 1 5