შოუბიზნესი
ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი პირველად გახდნენ მშობლები
2022, 24 თებერვალი, 15:20
ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და ხელოვნების ისტორიკოსი და ხელოვნების აგენტი კუკ მარონი პირველად გახდნენ მშობლები. ბავშვის დაბადების თარიღი და სქესი არ სახელდება.![ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი
პირველად გახდნენ მშობლები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202202/2022022415170589693.jpg)
ლოურენსის ორსულობის შესახებ ცნობილი გახდა სექტემბრის დასაწყისში. თავად წყვილმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ამასთან, ჯენიფერი არ ცდილობდა ჟურნალისტებისთვის დამალვას და საზოგადოებაში მშვიდად გამოჩნდა მომრგვალებული მუცლით.![ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი
პირველად გახდნენ მშობლები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202202/2022022415184789693.jpg)
ჯენიფერმა კუკ მარონისთან შეხვედრა 2018 წელს დაიწყო, რეჟისორ დარენ არონოფსკისთან ურთიერთობის გაწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ. წყვილის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა: 2019 წელს გალერეის მფლობელმა მსახიობს ხელი სთხოვა, იმავე წელს მათ ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადეს, რომელზეც ჟურნალისტები არ დაუპატიჟებიათ.