შოუბიზნესი "შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით!" - ნუცა შანშიაშვილმა სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოსესია გამოაქვეყნა 2022, 23 თებერვალი, 14:42 მომღერალმა და მსახიობმა ნუცა შანშიაშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადეობეას ახალი ახალი პერფორმანსი წარუდგინა შიშველი ფოტოსესიით:
ENSLAVED NAKED PEOPLE !
შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით!
გარეწარი პოლიტიკოსები.
დიდი ძალების მქონე ქვეყნების მიერ დადგმული სისხლიანი კომიქსები.
დაუნდობელი თამაში, სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, მაშინ როდესაც კაცობრიობა მომწყვდეულია კუთხეში, კუთხეში საიდანაც იწყება აღმავალი სვლა ახალი განვითარებისაკენ.
ძმა ძმის ომში არეული ბოღმა..
სინდისისგან გარეცხილი აღმსრულებლები.................
ეგოს დღესასწაული!
ეს არის დღევანდელი დღე და ამ დღეს ეძღვნება ჩემი ახალი ფოტოსესია!
მეც დაკნინებული სიბინძურისგან და მცოცავი სინათლის მავთულებზე, ღმერთის ძიებაში გაოგნებული შაკალი, ვცდილობ გამოვიყენო ეს წუთები, რათა თქვენ წარმოგიდგინოთ ახალი პერფორმანსი!!!!!!
ურთულესი ტკივილი, ნამსხვრევებზე დასერილი გრძნობებით მოსიარულე კაცობრიობის!!!!
სპექტაკლის დასაწყისი
ნუცა
მსახიობი და ჯაზური მომღერალი ნუცა შანშიაშვილი – დაიბადა თბილისში. მამა მოქანდაკე, ხოლო დედა რუსთაველის თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
სკოლის პერიოდში გაძლიერებულ ინგლისურის გაკვეთილებით და ფორტეპიანოთი იყო დაკავებული. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში, სანკტ-პეტერბურგში და პარიზში.
ნუცამ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში 2013 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ნუცას სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა ანრი ჯოხაძესთან ერთად შესრულებული „მაჩუქე ფრთები“. 420 3-ს მოსწონს
|