x
image
ქეთი1988
Mediator image
ბრიტნი სპირსი თავისი ცხოვრების და მეურვეობის შესახებ მემუარებს დაწერს... 15 მილიონ დოლარად

ბრიტნი სპირსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს გამომცემლობა Simon & Schuster-თან საკუთარი მემუარების გამოსაქვეყნებლად. PageSix-ის თანახმად, მემუარების საფასური 15 მილიონი დოლარი იქნება, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ავტობიოგრაფიის გამოქვეყნებისთის. იგივე თანხა 2001 წელს მიიღო აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წიგნის „ჩემი ცხოვრება“ გამოცემისთვის, ხოლო ბარაკ და მიშელ ობამებს დღემდე აქვთ ყველაზე მაღალი ჰონორარი - მათ მემუარებისთვის 60 მილიონი დოლარი მიიღეს.image


თავის ავტობიოგრაფიაში ბრიტნი გვპირდება, რომ ისაუბრებს თავის კარიერაზე, ნათესავებთან ურთიერთობაზე და მამის მეურვეობის ქვეშ მყოფ ცხოვრებაზე. მომღერლის მემუარები იქნება პასუხი მისი დის, ჯეიმი ლინის წიგნზე Things I Should Have Said. მასში ჯეიმი ლინ დის საქციელს "პარანოიდულ" და "არაკონტროლირებადს" უწოდებს.image
ბრიტნი სპირსი მამის მეთვალყურეობის ქვეშ 2008 წლიდან იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ფსიქიკური აშლილობა განიცადა მძიმე ნარკომანიისა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და მედიის გაზრდილი ყურადღების ფონზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯეიმი სპირსი აკონტროლებდა მისი ქალიშვილის ყველა პირად საქმეს, კარიერას და ფინანსებს. მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ ახლობლები ხშირად არღვევდნენ მის უფლებებს, აკონტროლებდნენ ყოველ მოძრაობას, აიძულებდნენ მუშაობას მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობდა და იძულებით ჩაადებინეს სპირალს, რომ არ დაორსულებულიყო. 2021 წლის 12 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის სასამართლომ გადაწყვიტა ჯეიმი სპირსი მისი ქალიშვილის მეურვეობიდან მოეხსნა.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0