
ხანდახან, ფილმებში გაპარული შეცდომა იმდენად აშკარად და ნათლად ჩანს, რომ გვიკვირს კიდეც პირველივე ნახვის დროს როგორ ვერ შევამჩნიეთ:
1. ჩამოსვლა
სცენაში, სადაც იანი (ჯერემი რენერი) ლუიზას (ემი ადამსს) პლედს ახვევს“ ხედავთ, როგორ ედებაის რაღაცას. ვინაიდან მოქმედება ღია მინდორში მიმდინარეობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო მიკროფონი, რომელიც ოპერატორს ეჭირა მსახიობების თავზე.
2. იურული პერიოდის პარკი
იმ მომენტში, როცა მტაცებელი სამზარეულოს კარს აღებს, ხედავთ, როგორ ჩნდება გადამღები ჯგუფის წევრის ხელი კარის უკნიდან და მტაცებლის მარჯვენა მხარე უჭირავს. ალბათ, ამ გზით ცდილობდნენ მანეკენს ბალანსი დაეცვა.
3. ახლა მხედავ 2
როდესაც ძმები მაკკინები (ვუდი ჰარელსონი) ბარში არიან, ერთ-ერთ მათგანს სათვალე უკეთია. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ აქსესუარი ქრება და აღარ ჩნდება კადრში. ალბათ, სცენა უბრალოდ რამდენიმე კადრით გადაიღეს და შემდეგ უზუსტობა ვერ შეამჩნიეს.
4. სონიკი ფილმში
ამ სცენაში სონიკი მართავს მანქანას. როდესაც კამერა იწყებს მოძრაობას, ხედავთ, რომ გმირის ყური, არასწორი ინსტალაციის გამო, მანქანის გარეთ ჩანს.
5. ფორესტ გამპი
Apple-მა აქციების საჯარო გაყიდვა მხოლოდ 1980 წელს დაიწყო და იმ მომენტიდან გაჩნდა მასში ინვესტიციის შესაძლებლობა. ფილმის მოქმედება ვითარდება 1976 წელს, როდესაც ფორესტი იღებს წერილს Apple Computers-ისგან. სცენაზე წერია, რომ მან უკვე ჩადო ინვესტიცია „რაღაც ხილის კომპანიაში“.
6. რკინის კაცი
სცენაში, სადაც ტონი სტარკი კომპიუტერთან მუშაობს, მის გვერდით დას ჭიქა წარწერით “სტარკი", თუმცა ის ამოყირავებულია და სწორ მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ჩნდება.
7. ქეითი და ლეო
ამ კადრში სრული აბსურდია, ნუთუ არ შეეძლო ლიფტის გამოსაძახებლად ნატაშა ლიონს ნამდვილად დაეჭირა ღილაკზე ხელი?
8. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი
ტონი სტარკი და პიტერ პარკერი კოსმოსურ ხომალდზე განიხილავენ რაღაც მნიშვნელოვანს, ამ დროს კი ვხედავთ, როგორ იცვლება ადამიანი ობობას ვარცხნილობა ერთ კადრში. 
9. აუტანელი ბოსები 2
როდესაც ჯენიფერ ენისტონი ოთახში შედის, ხედავთ, რომ მას სქელი შარვალი აცვია, რამდენიმე წამის შემდეგ კი ეს აქსესუარი გამჭვირვალე კოლგოტად იქცა. 
10. ეს უხერხული მომენტი
სცენაში სადაც ელი ჯეისონს ესაუბრება, რაღაც მომენტში მისი ანარეკლი ფანჯარაზე არ შეესაბამება სწორ რაკურსს. გამოდის, რომ კადრები ერთმანეთზე დაადეს და შეცდომაც გაეპარათ. 
11. ტესლა
სცენარის მიხედვით ფილმის გმირები შუა მინდორში დგანან ქარიშხლის დროს, თუმცა კადრში ერთ-ერთი მსახიობის ჩრდილიჩანს. საქმე იმაშია, რომ ამ კადრებს სტუდიაში იღებდნენ დეკორაციების დახმარებით, რაც უნაკლოდ არ გამოუვიდათ.
12. ჯენტლმენები
როზალინდი მანქანიდან ავტოფარეხში მიდის, რა დროსაც მას ფეხზე წითელძირიანი ფეხსაცმელები აცვია, შემდეგ კი როდესაც ქმრის ოფისში შედის, უკვე სხვა ფეხსაცმელები ჩანს. 