x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ზუმბა სამშობიარიდან დაკარგულ ტყუპისცალს ეძებს
image


ქართველი მუსიკოსი ზუმბა (ზაზა კორინთელი) სამშობიაროდან წლების წინ დაკარგულ საკუთარ ტყუპისცალს ეძებს. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, სატელევიზიო გადაცემა „ვეძებ“ ავტორი და წამყვანი თამუნა მუსერიძე ავრცელებს. ის თავადაც წლებია მშობლებს ეძებს. სოციალურ ქსელში და ახლა უკვე სატელევიზიო გადაცემით ცდილობს მოქალაქეებს დაკარგული ახლობლების მოძებნაში დაეხმაროს და არაერთი ასეთ შემთხვევა უკვე იყო.

.

„ვეძებთ 1973 წელს, თბილისის მეორე სამშობიაროში დაბადებულ და მოპარულ ტყუპისცალს. დაგვეხმარეთ ???? ხალხო, ფოტოზე არის ზუმბა. ვეძებთ მის მოპარულ ტყუპისცალს, “ - წერს თამუნა მუსერიძე.



პოსტის კომენტარებში ჯგუფის „ვეძებ“ წევრები წერენ, რომ მსგავსი ადამიანი ქუთაისში დაუნახავთ და დიდი ალბათობით ის ძირითადად ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშუ უნდა ეძებონ.

.

„დაწერეთ ქუთაისის ჯგუფებშიც მართლაც სულ ვამსგავსებდი ზუმბას ერთ ბიჭს . სახელი და გვარი არ ვიცი ხშირად შემხვედრია ადრე სანამ საქართველიში ვიყავი... .., “ - წერს ჯგუფის წევრი ციცინო ჭოხონელიძე.

.

ლოლა ბარნოვი: ასეთი პიროვნება მინახია ზესტაფონსა და თერჯოლა-ქუთაისს შორის,

მანანა მაკარიძე: დედა ჰყავს თერჯოლელი, ობოლაძე, ჩემი უბნიდან.

ელზა კვინიკაძე მეც ძალიან მივამგვანე ერთ ზესტაფონელს, ხშირად შემხვედრია, სამწუხაროდ სახელი და გვარი არვიცი

.


* * *


სტატისტიკური მონაცემები ვაშლოვანის ნაკრძალიდან

.

image


ვაშლოვანის ნაკრძალის გასული წლის შემოსავლები გაიზარდა და 2018 წლისას გაუთანაბრდა. დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პირველად გაიზარდა ნაკრძალში ვიზიტორთა დარჩენის ხანგრძლივობა. როგორც ჩანს, ქართველი და უცხოელი სტუმრები პანდემიის პერიოდში ველურ ბუნებაში დასვენებას ამჯობინებენ. გენდერული მაჩვენებელი ყოველწლიურად თითქმის თანაბარია, ოდნავ აღემატება მამაკაცები.


როგორც ადმინისტრაციაში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუმარტეს, 2021 წელს ნაკრძალს 4 053 სტუმარი ჰყავდა, რომელთაგან 2934 ქართველი, 1 119 კი უცხოელი იყო. 2020 წელს 1 852 ვიზიტორი ეწვია, რომელთა შორის 1 574 ქართველი, 278 უცხოელია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს ქვეყნებს შორის მიმოსვლა ყველაზე მეტად შეფერხებული იყო. ყველაზე დატვირთული თვეები იყო აპრილი და მაისი. მაისში მათ 1 084 სტუმარი მიიღეს, აპრილში კი 821. ხოლო, 2020 წლის ამავე პერიოდში, ნაკრძალი სტუმრებისთვის ორი თვით დახურული იყო.


image

სტატისტიკაში მოცემულია ქვეყნების ხუთეული. უცხოელ ვიზიტორებს შორის, რომელთაც დედოფლისწყაროს მონახულება გადაწყვიტეს, 2021 წელს გერმანია ლიდერობს, საიდანაც 241 ტურისტი გვეწვია. მას პოლონეთი მოსდევს - 218, ხოლო მესამე ადგილს აშშ იკავებს 93 ვიზიტორით. მეოთხე მეხუთე ადგილებს ნიდერლანდები და ავსტრია იკავებს - 89 და 46 ტურისტით.


ქიზიყი.ჯი-ს ინფორმაციით, ვიზიტორთა 47% ნაკრძალს ოჯახთან ერთად ეწვია, 46% სამეგობრო წრესთან ერთად. მხოლოდ 27-მა ადამიანმა (7%) გადაწყვიტა ვაშლოვანის ფლორისა და ფაუნის დასათვალიერებლად მარტო წასულიყო. სჭარბობს 26-35 წლის ასაკის სტუმრები, რომლებიც 42%-ს შეადგენდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასაკიანი ადამიანები ვაშლოვანში სტუმრობას ერიდებიან. ასეთი ექსკურსია 50-ს გადაცილებულ ადამიანებს შორის გასულ წელს მხოლოდ 17-მა გარისკა, უმრავლესობა უცხოელია. აქ ის გარემოებაცაა გასათვალისწინებელი, რომ შესაძლოა, გამოკითხვის ანკეტებს მეტწილად ახალგაზრდები ავსებენ და ასეთი მაჩვენებელი ამიტომ იყოს.


გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროში დაცული ტერიტორიების მიერ შეთავაზებული ტურისტული მომსახურების ფასები საშუალოა, 31% აფიქსირებს, რომ დაბალია, ხოლო 15%-ისთვის ტარიფები მაღალი იყო. 56%-ს აქ არსებული ინფრასტრუქტურა მოეწონა, 30% ფიქრობს, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას, ხოლო 14%-ს მიაჩნია, რომ პარკში ცუდი ინფრასტრუქტურა დახვდა.


დედოფლისწყაროში ტურისტული მომსახურების ხარისხი რომ მაღალია და სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ, ამას გამოკითხულთა 71% აღნიშნავს. 25% წერს, რომ ხარისხი საშუალოა, 4% კი დაბალ შეფასებას აძლევს. შევსებული ანკეტების მიხედვით, სტუმართა 96% აფიქსირებს, რომ მომავალში აქვს სურვილი სხვა დაცული ტერიტორიებიც მოინახულოს საქართველოში.


„კოვიდ პანდემიის ფონს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენთვის ცუდი სტატისტიკა არაა. მითუმეტეს, რომ 2021 წლის შემოსავლები გაუტოლდა 2018 წლის შემოსავლებს. ამდენს არც კი ვვარაუდობდით. მართალია ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, მაგრამ სამაგიეროდ რამდენიმე დღიანი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. ანუ ადრე თუ საშუალოდ 2 დღეს ატარებდნენ პარკში, წელს პირველად იყო ტენდენცია, რომ მინიმუმ 3-4 დღით და მეტი ხნით რჩებოდნენ და ამის ხარჯზეა გაზრდილი შემოსავალი, “ - აღნიშნავს ვაშლოვანის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნინო სეთურიძე.


გასულ წელს ვაშლოვანმა 64 245 ლარის შემოსავლის მიღება მოახერხა. ყველაზე მოთხოვნადი იყო ბუნგალოები, საიდანაც შემოსავალმა 21 480 ლარი შეადგინა, შემდეგ მოდის საკარვე - 10 570 ლარი, თევზაობა - 1 405 ლარი, რუკები - 1 281 ლარი.


სტუმართა 74%-მა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მიიღო. 22%-მა ნაცნობ-მეგობრების პირადი რეკომენდაციით ისარგებლა, ხოლო 2-2%-მა ტურისტული სააგენტოებისა და სხვა გზებით.


დედოფლისწყაროში 2020 წელს საშუალოდ 80 ობიექტი იყო, რომელიც ტურისტებს ემსახურებოდა. გასულ წელს კი მათი მაჩვენებელი 74-მდე შემცირდა. ძირითადად საოჯახო სასტუმროებმა შეწყვიტეს სტუმრების მიღება.


როგორც ჩანს, პანდემიის მიუხედავად ტურიზმის განვითარება დედოფლისწყაროში აღმავლობის გზას დაადგა, ორწლიანი შეზღუდვების პერიოდში ვაშლოვანში სტუმრების მიღება მხოლოდ ორი თვით იყო შეჩერებული, ისიც პანდემიის დაწყების პირველ თვეებში.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0