x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
საბჭოთა კავშირის ქალაქებში დადგმული ლენინის ძეგლები სულაც არ ეკუთვნოდა ლენინს, არამედ ის ეკუთვნოდა ლენინის ორეულს

image რაო, იცანით ეს მამაკაცი?-არა მგონია, რადგან თქვენ ეს კაცი რუსეთში მომხდარი რევოლუციის ბელადი ლენინი გგონიათ, არა და ეს ლენინი კი არა მისი ორეულია.
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მდგარი ლენინის ქანდაკებებიც არ ეკუთვნის ლენინს.
ეროვნული მოძრაობის დაწყებისას საქართველოში ლენინის ძეგლების ჩამოგდება დაიწყეს, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს აგდებდნენ არა ლენინის არამედ მისი ორეულის იოსებ არიევის ძე სლავკინის ძეგლებს.
გაგიკვირდებათ ვინაა ეს სლავკინიო და მართალიც იქნებით, თუმცა აქ სხვა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რევოლუციის ბელადის არცერთი სრულფასოვნად ხარისხიანი ფოტო არ აღმოჩნდა მისი გარდაცვალების მერე არსად და სწორედ ამ დროს დაინახეს იოსებ არივის ძე სლავკინი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ლენინს.
სწორედ ის გახდა საბჭოთა კავშირის გალაქებში თუ სასკოლო წიგნებში გამოფენილი "ლენინი" და არა ნამდვილი ლენინი.
მოქანდაკეებიც ნატურად იყენებდნენ სლავკინს და ეს ხდებოდა "ჩეკისტების" ზედამხედველობის ქვეშ.
მხატვრები ხატავდნენ "ჩეკას" მეთვალყურეობის ქვეშ "დიდი ბელადის" სურათებს, ხოლო მოქანდაკეები კი ქანდაკებებს.
ბუნებრივია სლავკინს უამრავი პრობლემა შეუქმნა "ბელადთან" მსგავსებამ, მას პრაქტიკულად არ უშვებდნენ შენიღბვის გარეშე არც სურათის გადასაღბად და არც მოქანდაკის სახელოსნოში.
მას შემდეგ კი რაც ლენინზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, მშვიდ ებრაელ ადვოკატს დიდი ჯაფა დასჭირდა ძველი და ძლივს გასარჩევი კინო კადრებიდან სარკესთან მდგომს ესწავლა ლენინის მიხვრა-მოხვრა, მისი მიმიკები, უნდა ითქვას, რომ სლავკინს ეს კარგადაც გამოუვიდა,
თუმცა როცა დადგა ის პერიოდი როცა თითქმის არაფრის გამო ხვრეტდნენ ადამიანებს, მხედველობაში მაქვს რეპრესიების წლები, ჩეკისტებმა დაიბარეს სლავკინი თანხმლები ჩეკისტის თანხლებით ღამით.
ებრაელ ადვოლატს ეყო ჭკუა იმისათვის მიმხვდარიყო თუ რისთვის იბარებდნენ და წვერ-ულვაში მოიპარსა, რამაც "დიდ ბელადთან" მსგავსებას ერთი დიდი ნაწილი მოაშორა.
ჩეკისტებმა სლავკინს ხელწერილი დაადებინეს, რომ მის თავს გადამხდარ ისტორიებზე არსად ისაუბრებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლიმაში გადასახლებას დაპირდნენ.
ჭკვიანი ებრაელიც ისე მოიქცა, როგორც მის საქმეს ჭირდებოდა, წვერ-ულვაში მას შემდეგ არასდროს მოუშვია, ვარცხნილობაც შეიცვალა და სიარულის მანერაც.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, მისმა სიკვდილმა კი მეცნიერებს ერთი საჩოთირო საკითხი გაუჩინა, ხომ არ შეენახათ ბალზამირებული სახით სლავკინის სხეული სათადარიგო ვარიანტად, თუ ნამდვილი ლენინის ბალზამირებული სხეული რაიმე მიზეზით გაფუჭდებოდა.
თუმცა მეცნიერების დიდმა ნაწილმა ეს იდეა უარყო და სლავკინი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ესეც იოსებ სლავკინი, რომლის ძეგლებსაც დგამდნენ საბჭოთა კავშირში და ვისი სურათებითაც იყო ქალაქები და წიგნები აჭრელებული.
image

0
206
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
206