x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია!" - კულტურის სამინისტროს განცხადება და სვანების რეაქცია

imageსოციალურ ქსელში მომხმარებელმა ლადო წიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამსტერდამში ნიდერლანდური ანსამბლი ცეკვა "სვანურს" ასრულებს გაურკვევლი ორიენტაციის მამაკაცთან ერთად, რომელიც ვარდისფერ კაბაშია გამოწყობილი.


"ანსამბლი რომელიც მრავალი ერების ცეკვებს ცეკვავს, მხოლოდ საქართველოს მოექცა ესე!!!! )

( ნიდერლანდები-ამსტერდამი)“, - წერს ლადო წიტაშვილი.



მალევე ამ ფაქტს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა:



"ამ ვიდეოში სვანური ცეკვა ხელყოფილია!"
კულტურის სამინისტრო ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაძლერებაზე იწყებს მუშაობას, შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებს.
(სრულად⬇)
კულტურის სა­მი­ნის­ტრო ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი დაც­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს.
"ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვით მხო­ლოდ ოთხ ქარ­თულ ცეკ­ვას აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი. ესე­ნია:
1.ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე - კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი;
2. ხო­რუ­მი (2013 წ.) წარმდგე­ნი - ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი;
3. აჭა­რუ­ლი გან­და­გა­ნას ხალ­ხუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი (2019 წ.) წარმდგე­ნი - აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო;
4. ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი (2020 წ.) წარმდგე­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
ასე­ვე, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქა­ლა­ქურ მრა­ვალ­ჟა­მი­ერს (2013 წ.) და ქარ­თულ გა­ლო­ბას (2021 წ.), ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას მო­ცე­მუ­ლი სტა­ტუ­სი 2014 წელს მი­ე­ნი­ჭა, 2020 წელს კი ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის სტა­ტუ­სი გა­ნე­სა­ზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც მსოფ­ლიო ხელ­თუქ­მნე­ლი შე­დევ­რე­ბის ერთ-ერთი ნი­მუ­ში, ხოლო 2008 წლი­დან UNESCO-ს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში არის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი).
თუმ­ცა, გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ხელ­ყო­ფი­ლია სვა­ნუ­რი ცეკ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით, მოწ­მობს, რომ დაც­ვის ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის.
სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე იყოს და­ცუ­ლი არა მხო­ლოდ ცეკ­ვე­ბი­სა და სიმ­ღე­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, არა­მედ ყვე­ლა ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა იმ სტა­ტუ­სით, რაც კონ­კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სათ­ვის არის შე­სა­ბა­მი­სი. ამას­თან, იმი­სათ­ვის, რომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ელე­მენ­ტი UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში იყოს ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ჯერ უნდა მოხ­დეს ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დამ­ცა­ვი სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა.
კერ­ძოდ, უნდა მი­ე­ნი­ჭოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი. შემ­დეგ უნდა გა­ნე­სა­ზღვროს ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის სტა­ტუ­სი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა UNESCO-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში ძეგლის ნო­მი­ნი­რე­ბა.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 თე­ბერ­ვალს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სსიპ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ­ლის წი­ნა­შეც და­ის­მე­ბა მო­ცე­მუ­ლი სა­კი­თხი და სა­მი­ნის­ტროს სსიპ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრთან ერ­თად და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა მო­ცე­მუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ გან­ცხა­დე­ბა­ში.
ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა სვანეთიდან
"მათ ამ ცეკვაში თვითნებურად შეიტანეს უხეში ცვლილება, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია"
image

მოცემულ ვიდეოში იხილავთ ცეკვის ჩანაწერს და ასევე სვანების რეაქციას ამ ყველაფერზე.
image

0
886
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0