სხვა როგორ დაისაჯა ქირურგი, რომელმაც პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა 2022, 20 მარტი, 9:51 ბრიტანეთში ქირურგს, რომელიც ტრანსპლანტაციის დროს, პაციენტებს ღვიძლზე საკუთარ ინიციალებს "აწერდა", ლიცენზია ჩამოართვეს.
ეს ფაქტი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტის ორგანიზმმა ღვიძლი ვერ შეითვისა და მეორე ოპერაცია, უკვე სხვა ექიმმა ჩაატარა. 57 წლის საიმონ ბრემჰოლმა, რომელიც ბირმინგემის ერთ–ერთ საავადმყოფოში მუშაობდა, დანაშაული აღიარა და ციხეს გადაურჩა. თუმცა, დაუსჯელი არ დარჩენილა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ქირურგის ლიცენზია დაკარგა. გარდა ამისა, მას საზოგადოებრივი შრომა მიესაჯა და 10 ათასი ფუნტი ჯარიმაც გადაიხადა. 2013 წელს ღვიძლის გადანერგვის დროს, 2 პაციენტის დონორის ორგანოზე, მან საკუთარი ინიციალები ამოწვა. ამისათვის მან არგონის აპარატი გამოიყენა, რომლითაც, ჩვეულებრივ, ოპერაციის დროს, სისხლძარღვების მოწვა ხდება. ერთ-ერთი მსხვერპლი, ვის ღვიძლზეც ბრემჰოლმა «ხელი მოაწერა», ოპერაციის შემდეგ უფრო დამძიმდა. მას ქირურგიული ჩარევა ახლიდან დასჭირდა და საბედნიეროდ, ოპერაცია სხვა ექიმმა გაუკეთა. სწორედ გამნეორებითო ოპერაციის დროს, აღმოაჩინეს ღვიძლის ზედაპირზე 4 სმ–ზე ამომწვარი ინიციალები: «S.B.» და იქვე გაირკვა, რომ ოპერაციის შემდგომი გართულების მიზეზი ტრანსპლანტაცია კი არა, ქირურგის მიერ, ორგანოს დაზიანება იყო. სასამართლომ ექიმის ქმედებები, პაციენტზე თავდასხმად და სხეულის განზრახ დაზიანებად დააკვალიფიცირა, იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პროკურორის თქმით, მისმა ერთ-ერთი მსხვერპლმა, ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო: მამაკაცი დღემდე თვლის, რომ მასზე იძალადეს და დისკომფორტის გრძნობის თავიდან მოცილება არ შეუძლია. მისმა ადვოკატმა კი, ქირურგის ქმედება იმით ახსნა, რომ ის ამგვარად, საოპერაციოში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა. არხის სხვა სიახლეები:* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში* 9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება* პროპაგანდის მიზნით გაყალბებული ფოტოსურათები – II მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ფეიკები* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ467 2-ს მოსწონს
|