x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - არ აპატიებენ და მოხსნიან მალე" - ვის გადაყენებას აანონსებს ვახო სანაია

image


"ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ვიცე-პრემიერს საჯაროდ აფრთხილებს რომ "ქართული ოცნება" მას ამ "მწვავე და მკაფიო" განცხადებას არ "შეარჩენს" და ამის გამო მას თანამდებობას უახლოეს მომავალში აუცილებლად დაატოვებინებს:


"ზალკალიანს ნორმალური განცხადება ჰქონდა უკრაინაზე. ასევე დაგმო სახელმწიფო სათათბიროს მიმართვა პუტინისადმი, აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.


დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – არ აპატიებენ და მოხსნიან მალე. ისედაც უპირებენ გადაყენებას"- დაწერა ვახო სანაიმ სოციალურ ქსელში, რომლის პოსტსაც მალევე ამ თემაზე კიდევ ერთი მისი სტატუსიც მოჰყვა "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავას მიერ გავრცელებული ზალკალიანის ფოტოს სქრინთან ერთად:


"David Zalkaliani ბატონო დავით, დღეს თქვენ შესახებ სტატუსი დავწერე, რომ აუცილებლად მოგხსნიან თანამდებობიდან. ალბათ თავად ჩემზე უკეთ ხვდებით ამას. უკრაინაზე თქვენი დღევანდელი განცხადების მერე კი ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.


ბევრი ფიქრობს, რომ რადგან გადაყენებას გიპირებენ, ამიტომ იყავით უფრო მკაფიო და მწვავე რუსეთის მიმართ, განსხვავებით იმ რეზოლუციისგან, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და განსხვავებით თქვენი თავდაპირველი დუმილისა.


ასეა თუ ისე, ვფიქრობ, თქვენი საკითხი გადაწყვეტილია.
ჩემი სტატუსი იქით იყოს და თურმე დღესვე დაუწყიათ თქვენი მოხსნის პროცესის საჯარო ნაწილი. ალბათ იცით, ვინც არის ეს ჯღარკავა - ღარიბაშვილის დაქირავებული და მისი სურვილების გამხმოვანებელი. აგერ, ბატონო, სქრინიც" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


image


ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია, რასაც ქვეყნის განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, ასობით ათასი ადამიანი კი საკუთარ სახელმწიფოში დევნილად იქცა.


ზალკალიანის თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნული საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის წარმოადგენს.


საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ სიტყვაში აღნიშნა, რომ 16 თებერვალი უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ პროგრესული საზოგადოების ერთობის დღეც.



0
1298
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1298