x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
საბჭოთა და რუსული ჯავშანტექნიკის უზარმაზარი "სასაფლაო" ციმბირში

image საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა თავი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა და მოკავშირე რესპუბლიკებიდან ასეულობით მძიმე ტექნიკა, ავიაცია და მცურავი საშუალება გაიყვანა.
საქართველოდან პრაქტიკულად ყველაფერი გაიტანეს რუსებმა, თუ არ ჩავთვლით ახალციხის მოძველებული ტექნიკით აღჭურვილი კადრირებული დივიზიის შეიარაღებას, რომელიც გადმოგვეცა.
არა და საქართველოში იმ პერიოდში სხვადასხვა რეგიონში ბლომად იყო განთავსებული დამრტყმელი ვერტმფრენები, საფრონტო ბომბდამშენი თვითმფრინავები, მოიერიშე თვითმფრინავების ესკადრილია (მოგეხსენებათ მოიერიშე თვითმფრინავს СУ 25-ს "თბილავიამშენი" აწარმოებდა), ასევე სენაკის აეროდრომიდან სათითაოდ გაიყვანეს იმ დროისათვის მრისხანე გამანადგურებლები Миг-29.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი მაინც ჯავშანტექნიკა იქნა გაყვანილი და გატანილი საქართველოდან.
ბუნებრივია კოლოსალური რაოდენობის მძიმე ტექნიკას რუსეთის ფედერაცია ვერ შეინახავდა, მით უფრო როცა აღნიშნული ტექნიკის გარკვეული ნაწილი საფუძვლიან რემონტს და დამატებით მოდერნიზებას საჭიროებდა.
აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ტექნიკის თავმოყრაზე ერთ ბაზაზე და დროებით ან გრძელვადიან კონსერვაციაზე გადაყვანაზე.
როგორც ჩანს ბაზირების ადგილად შეირჩა ციმბირის ტაიგა აირჩიეს, გაიწმინდა ტყის მასივისაგან უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც შემოღობეს მავთულხლართებით, დაუყენეს დაცვა სათვალთვალო კოშკურებით და გადაიყვანეს ასეულობით (ვფიქრობ ბევრად მეტიც) მძიმე ტექნიკა ღია ციქვეშ გაკეთებულ მიწის და ბეტონიზირებულ სადგომებზე.
დრომ, წვიმამ, თოვლმა და ყინვამ ისედაც მოძველებულ ტექნიკას პრაქტიკულად ბოლო მოუღო, სურათებზე ჩანს გამოცარიელებული ადგილები. მე არ ვიცი ტექნიკა მოდერნიზებისათვის იქნა გაყვანილი, რომელიმე ქვეყანას მიყიდეს სათადარიგო ნაწილებად თუ უბრალოდ ჯართად დაჭრეს, მაგრამ ცხადია ბაზიდან დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკაა გაყვანილი თუ გატანილი, რასაც ფოტოკოლაჟშიც დააფიქსირებთ.
გარდა ამისა ასევე შეამჩნევთ, რომ ტექნიკის დემონტაჟი ადგილზევე მიმდინარეობს, უამრავ ტექნიკას კოშკურები მოხნილი აქვს, ხოლო ლულები ისეა დაყრილი დიდი ალბათობით ჯართადაა დაჭრილი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
1083
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1083