x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წარმოვიდგინოთ ტიპი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, რაღაც ქარხანას ხელმძღვანელობდა" - ვახო სანაია
image
"წარმოვიდგინოთ ტიპი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, ასე 80-იანი წლების ბოლოს, რაღაც ქარხანას ხელმძღვანელობდა და კარგად ჭრიდა ფულს. გადასარევად ცხოვრობდა. უკვე აღარც ქონების აფიშირებას ერიდებოდა, საქმეებიც გადასარევად მისდიოდა. ასეთი ბევრი იყო. მერე ის კაი ქვეყანა დაინგრა. საქართველო დამოუკიდებელი გახდა. მანდ ცოტა გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ფული უნდა შეენარჩუნებინა, მეორე მხრივ, ბოლომდე ვერ გაიგო, როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება. მალე ქვეყანაში ყველაფერი აირია - ომი, უბედურება, შეიარაღებული ხალხის თარეში. ამ მღვრიე წყალში, მარიფათი გამოიჩინა, დროც იხელთა და უფრო დიდი ქონება ჩაიგდო ხელში. ერთი სიტყვით, კიდევ უფრო გამდიდრდა, გრძნობდა, რომ მისთვის ახლობელი მთავრობა მოდიოდა, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გარანტიები მაინც ნაკლები ჰქონდა. ცოტა ხანში მისმა მთავრობამ პოზიციები განიმტკიცა და სტაბილურობის ლოზუნგი ოფიციალურ ლოზუნგად იქცა. მთელი ქონება შერჩა, ამ მისთვის ახლობელ მთავრობას დაუახლოვდა და ისევ თავით გადაეშვა კორუფციაში - თუ ადრე საბჭოთა მპარავი იყო, ახლა იმავე საქმიანობას ბიზნესმენის მანტიით შეუდგა და უფრო მეტი ფული იშოვა. ხალხის ხარჯზე მოხვეჭა გააგრძელა და გაყოფა ხომ ისედაც სულ იცოდა. თამაშის წესები გასაგები იყო - მოპარე ხალხს და გაუნაწილე ხელისუფლებას. ასე დადგა ახალი წესრიგი. ქონება თავიდან გადანაწილდა და ყველაფერი დალაგდა. ყველა საქმის გაჩარხვა შეეძლო, მთავრობაში მეგობრები, პარლამენტში მეგობრები, მოსამართლის მოსყიდვა, პოლიცია, საგადასახადო, მოსკოვში კავშირები, ინტელიგენცია, ნათლობა, გავლენიან ხალხთან დანათესავება, საზღვარგარეთ მოგზაურობა, სახლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - მოკლედ, ყველაფერი რიგზეა. ერთი სიტყვით, ჯიგრულ-ქართული პონტი სრული მასშტაბით.
image

მერე მისთვის ისევ აირია ცხოვრება. ისევ გაურკვევლობა შეიქმნა. იმდენად გამოიხრა ქვეყანა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი გახდა. იგრძნო, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი დაეკარგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რევოლუცია მოხდა. რა ქნას ჩვენმა გმირმა. ახლები მოვიდნენ. ეს უკვე აღარაა მისი მთავრობა. უკმაყოფილოა. რაღაცები დაკარგა, უკან მიატანინეს, მაგრამ ძირითადი ქონება მაინც შერჩა. თამაშის ახალი წესები არ აწყობს, მაგრამ მაინც კარგად ცხოვრობს. ბევრი აქვს ნაშოვნი. ისევ მილიონერია. მაინც აუღო ალღო. საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს, ურთიერთობები გადახლართულია, ახალი თაობის ხალხთან მაინც გამონახა კავშირები, იქ მშობლები, შვილები, მოკლედ გაძვრა რა. ტენდერებია, ისაა, ესაა. რაღაცებს აფინანსებინებენ, მაგრამ ისევ კარგად შოულობს, ცოტა ჩრდილში გადავიდა, ძველებურად “ცვეტში" ვერაა, მაგრამ თუ მიიკითხავ-მოიკითხავ, დაინახავ, რომ მაინც რაღაც საქმეებშია. იქ შვილს გადააბარა კომპანიები, რომელიც თავითი თაობის სასტავებთან ახლოსაა და მოკლედ, დალაგდა რა. წყნარადაა, მენტალურად ამ ყველაფერს ვერ ეგუება, მაგრამ დალაგდა. საჯაროდ არ ლანძღავს მთავრობას, თან ახლა შვილიც საქმეებშია და პრობლემებს არ უქმნის.
image

და აი მოვიდა ბიძინა. აი აქ კი ისევ აიმაღლა ხმა და დაიწყო მოყოლა, როგორ წაართვეს ყველაფერი. იმ ქონებაზე ამბობს, რომელიც ვითომ ბაბუამისმა დაუატოვა და ხალხის ხარჯზე არ ჰქონდეს ნაშოვნი. არადა აღვწერეთ უკვე, როგორ შერჩა ძირითადი ნაწილი იმისა, რაც მოსახლეობას წაღლიტა. ერთი სიტყვით, მიხვდა, რომ ქონების ახალი გადანაწილება იწყებოდა და მენტალურად მისთვის ახლობელი ხალხი აღმოჩნდა სათავეში. ფიქრობს გულში, ბიძინამაც ხომ იშოვა რუსეთში იმ არეულ დროს, ალბათ გავუგებთ ერთმანეთს. გაუგეს კიდეც. გადმოეწყო ახალ ტალღაზე. მთავარი იყო, ხმამაღლა ეყვირა - გაუმარჯოს ახალ მთავრობას ! ემტკიცებინა, როგორ წაართვეს ყველაფერი. მეტი არც არაფერი იყო საჭირო. მიდგა-მოდგა და ჩაჯდა სქემებში. გაახსენდა ძველი დრო, შვილს რცევებს აძლევს, რა და როგორ მოიპაროს, ვის დაუმეგობრდეს, ვის აგინოს. ყველაფერი ისევ ჯიგრულ-ქართულ პონტში წყდება.
image

მოკლედ, ეს კატეგორია ყოველთვის კარგად იყო. უნდათ ახლა ამათ ცვლილებები და ქონების ახალი გადანაწილება? რა თქმა უნდა - არა.
მე ღარიბი ქოცების გამკვირვებია, ამას რომ ეგუებიან და ბოლდებიან ღირსების აღდგენის ლოზუნგით. ღირსების აღდგენა კი არა, უფრო გამდიდრების წყურვილი ჰქვია მაგ ამბავს ისევ ტქვენს ხარჯზე. ნუ ბოლდებით, არასდროს ყოფილა ეგ კატეგორია ცუდად. რა თქმა უნდა, არსებობდნენ ისეთებიც, რომელთაც მართლა ცუდად მოეპყრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოპარული ჰქონდათ ის ფული. ოღონდ ამ სტატუსში მე ფართო სურათზე ვწერ.
მოკლედ, ისევ მათი მთავრობაა ახლა. ეგეთია დღევანდელი ქართული ბიზნესი, მთავრობა და ჩვენც ისეთი ვართ, როგორიც ვართ - ქოციან-ნაციან-შუაშისტიან-არავისტიანად.
image

ნაცნობებიც გეყოლებათ, მეგობრებიც. წინა ხელისუფლების დროს დაბადების დღეს მაგარ აგარაკზე რომ გადაიხდიდნენ სადმე თბილისის შემოგარენში. ვა, ეს საიდან? მამაჩემი რომ იქ მუშაობდა, ბაბუაჩემი რომ ბიზნესში იყო და ეგეთები. ხვდები, რომ ეს ხალხი ისევ გადასარევად იყო. მერე იმ დაბადების დღეზე უცებ გაიჩითებოდნენ - ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შვილები და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილებიც. ჯიგრულად იყვნენ ერთმანეთთან. დალაგებული იყო ყველაფერი.ზღაპარია, რომ ეგენი ცუდად იყვნენ წინა ხელისუფლების დროს."-წერს სოციალურ ქსელში ტელეჟურნალიტი ვახო სანაია.
0
441
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0