x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ფარული დეტალები ფილმებიდან, რომლითაც რეჟისორები მინიშნებას გვაძლევდნენ, ჩვენ კი ვერ შევამჩნიეთ

კარგი ფილმების ხელახლა ყურება ბევრს უყვარს, ფარულ დეტალებსაც სწრე მეხუთე ან თუნდაც მეათე ნახვის დროს პოულობენ:

1. მატრიცა

ერთ-ერთ სცენაში ფანჯრების მრეცხავი იმ კაბინეტის ფანჯრებს სადაც ნეო ზის გარედან რეცხავს. შეგიმჩნევიათ, რომ გაფი უცნაურად ჰგავს მატრიცას სიმბოლოებს, რომლებსაც ოპერატორები ზევიდან ქვევით კითხულობენ? რომ აღარაფერი ვთქვათ მწვანე ფერზე, რომელიც ყველგანაა.image

2. ადამიანი-ობობა

ფილმის მესამე ნაწილში ჩანს მერი ჯეინის ფოტო, რომელიც პიტერ პარკერმა პირველ ნაწილში გადაიღო.image

3. ადამიანები შავებში

ფილმის სამივე ნაწილში გვხვდება გოგონა ეპიზოდურ როლებში, ის ბლოკბასტერის რეჟისორის შვილია სახელად ქლოი ზონენფელდი.image

4 ჰარი პოტერი

წიგნების მოყვარულებმა იციან, რომ პროფესორ დამბლდორის საყვარელი ტკბლეული ლიმონის შერბეტია. ამიტომ ფილმებში ის მაგიდაზეც არაერთხელ გვხვდება, კაბინეტში შესასვლელი პაროლიც ამ ტკბილეულის სახელია.image

5. ცოფიანი ძაღლები

საიუველირო ბუტიკის ძარცვის სცენის შემდეგ, მისტერ პინკი ამბობს, რომ ვიღაცამ გათქვა ისინი და ცდილობდა გაერკვია, ვის შეეძლო პოლიციასთან მუშაობა. მოგვიანებით ირკვევა, რომ მოღალატე იყო “მისტერ ნარინჯისფერი". მაგრამ მანამდე ფილმში არის სცენა, როდესაც მისტერ ვარდისფერი, მისტერ თეთეი და მისტერ ნარინჯისფერი ხვდებიან ერთმანეთს დანიშნულ ადგილას, პირველი ორის დიალოგის მომენტში, თქვენ ხედავთ, რომ თეთრი და ვარდისფერი ბოთლები ერთ მხარეს არის, ნარინჯისფერი კი - სხვა მხარეს.image

6. აკვამენი

ფილმში მინიშნებაა “ქალი-საოცრებას" შესახებაც. ოგორც ხედავთ, განცხადებაზე წერია “ქალი საოცრება უარყოფს ჭორებს იმის შესახებ, რომ აკვამენს ხვდება"image

7. ალადინი

დისნეის სჩვევია თავისი ელემენტების ფილმებში ჩვენება, აი მაგალითად, მფრინავი ხალიჩა ქვიშისგან სასახლეს აგებს, რომელიც ძალიან ჰავს დისნეის სასახლეს.image

8. გალაქტიკის მცველები

ფილმში კოსტიუმებზე ყოველი ხაზი შეესაბამება იმ დანაშაულებების რაოდენობას, რომლებიც მცველებმა ჩაიდინეს.image

9. უსახელო ნაბიჭვრები

როდესაც ჰანს ლანდა იკვლევს ფერმას, ის უთვლის პულსს ერთ-ერთი მფლობელის ქალიშვილს, იმის მისახვედრად, მალავდა ოჯახი რამეს თუ არა.image

10. მაკულატურა

კვენტინ ტარანტინოს იუმორის გრძნობის მხოლოდ შეიძლება შეგშურდეს. ცოფიან ძაღლებში სტივ ბუშემიმ, რომელიც მისტერ პინკის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ ის არასოდეს უტოვებს “ჩაის" მიმტანებს. მოგვიანებით, მაკულატურაში კი მიმტანის როლი ერგო.image

11. ფორესტ გამპი

როგორც ჩანს, ფილმის რეჟისორს რობერტ ზემეკისს სჯეროდა, რომ ჯონ კენედი და მერილინ მონრო ერთმანეთს ნამდვილად ხვდებოდნენ. ამაზე მიგვანიშნებს ფოტო, რომელიც თეთრი სახლის საპირფარეშოში ჩანს. ფოტოზე წარწერას: „ჯონს სიყვარულით“.image

12. დასაწყისი

სასტუმროს სცენაში ელენ პეიჯის პერსონაჟს თმა შეკრულია. ფილმის შემქმნელებმა მსახიობს სთხოვეს თმის სეკვრა, რათა თავი არ ემტვრიათ იმაზე ფიქრით, თუ როგორი იქნებოდა თმა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში.image

13. ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნება

ავტობუსში ემჯეი კითხულობს ვლადიმერ ნაბოკოვის "მოწვევას სიკვდილით დასჯაზე". რომანის მთავარი გმირის ერთადერთი თანამოსაუბრე ობობაა.image











0
659
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0