საზოგადოება "ის მოკლეს ჯან-მოს პროტოკოლით... ის მოკლეს სამშობლოს უანგარო სიყვარულისათვის" - ლევან თავდრიშვილი 2022, 15 თებერვალი, 18:58 ფეისბუქმომხმარებელს ოზურგეთიდან ლევან თავდიაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსი და თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ჯანმოს პროტოკოლმა შეიწირა და განზრახ მოკლეს: "წუხელ მთელი ღამე, მუშაობასა და ინორმაციის გაცნობის ჩვეულ რეჟიმში გავათენე.. დილით ხუთის ნახევარზე (04.საათსა და 34 წუთზე გავაზიარე სხვისი პოსტი თამაზ მეჭიაურის შესახებ... ამ დღეების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მას მოკლავდნენ, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანებს, გრიპით სასიკვდილო განაჩენს უმზადებენ და თანაც არწმუნებენ, რომ კოვიდი კლავს და საზოგადოების საკმაო რაოდენობა, ამ სატანის ნაშიერების მიერ პოლიტიკურად გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ბუნებრივად იღებენ, ჯერათ მათი ცრუ სტატისტიკის, ვირუსის შიში ეუფლებათ და უფალზე მეტად სწამს, ამ დროს ლიბერ ფაშისტები უკან არაფერზე დაიხევდნენ...
დიახ ის მოკლეს ...
ის მოკლეს სხვების დასანახად და დასაშინებლად !!!
ის მოკლეს ჯან-მოს პროტოკოლით ...
ის მოკლეს სამშობლოს უანგარო სიყვარულისათვის...
ის მოკლეს სიბილწის გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ...
ის მოკლეს ჩემი ქვეყნის ზნეობის და ტრადიციების დაცვისათვის ...
ის მოკლეს კაცობის და ვაჟკაცობის ღირსების ტარებისათვის...
ის მოკლეს მსოფლიო მამების გეგმის წინააღმდეგ აზრის გამოხატვისათვის ...
ის მოკლეს ანტიფაშისტების გეგმის წინააღმდეგ გალაშქრებისათვის ...
ის მოკლეს მართლმადიდებლობის რწმენის ტარებისათვის ...
ის მოკლეს სიმართლის თქმისათვის ...
მოკლეს იმიტომ, რომ ჩვენ მდუმარე საზოგადოება, არაფერს არ წარმოვადგენთ და ჩვენი ქმედებით, სოციალურ ქსელს ვერ გავცდენილვართ ...
ხვალ ჩემი და შენი ჯერია, მდუმარე, თავდახრილო, ღირსება წართმეულო, შეურაცხყოფილო, ლაჩარო ქართველო !!!"
პოსტის ავტორი ლევან თავდიაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში შარშან სექტემბერში მოექცა, როგორც თავად განაცხადა, იგი ფეისბუქპოსტის გამო საკუთარი სახლის ეზოში სცემეს: "ჩემთვის უცნობი ადამიანები იყვნენ. უბრალოდ დამიძახეს, გამოვედი გარეთ. არც ერთს არ ვიცნობდი. იყო ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი მუქარები, რომ ჩემთვის არ მარონიებდნენ ქალაქში. ისინი არიან კრიმინალები, რომლებსაც იყენებენ ძალადობის განსახორციელებლად ქვეყანაში". - თქვა მან. ოზურგეთში მცხოვრები ამბობს, რომ "ოცნების" კრიტიკის გამო სცემეს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავს. შეგახენებთ, თამაზ მეჭიაური კორონავირუსიგან გამოწვეული გართულებებით დღეს გარდაიცვალა.პოლიტიკოსი 67 წლის იყო.იგი საუნივერსიტიტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 461 2-ს მოსწონს
|