კინო
ცნობილ ფილმებსა და სერიალებში გაპარული შეცდომები, რომლებიც არ შეგიმჩნევიათ
2022, 15 თებერვალი, 13:06
წარმოგიდგენთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებში გაპარულ შეცდომებს და უზუსტობებს, რომლებიც მათ ნახვას ისევ მოგანდომებთ:
1. რკინის კაცი- პეპერს ერთ კადრში ყურსასმენი უკეთია, მეორე წამს კი ის უკვალოდ ქრება.
2. ბეჭდების მბრძანებელი- გენდალფს თეთრი ბოტასები უნდა ეცვას?
3. ყოვლისშემძლე ბრიუსი- ჯიმ ქერის ვარცხნილობა სასწაულებრივად იცვლება რამდენჰიმე წამში
4. ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი- მხოლოდ ჯადოქრებს თუ შეუძლიათ მაგიდიდან ნივთების გაქრობა
5. მარია ანტუანეტა- ფილმში დიუბარი და დე პოლინიაკი დაქალები არ არიან, მაგრამ ერთნაირ საყურეებს კი ატარებენ
6. თეთრი საყელო- სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში Microsoft Paint-ში ანგარიშების ცხრილი თუ შეამჩნიეთ?
7. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი- რა დარჩენია დრაკო მალფოის გრიფინდორელების მაგიდასთან?
8. ალისა საოცრებათა ქვეყანაში- ორმოში ჩავარდნის შემდეგ გოგონას ყელსაბამი აღარ უკეთია
9. კლინიკა- ბალიშის გაქრობას ალბათ არც მიაქცევდით ყურადღებას
10. ტიტანიკი- ჯეკის ტანსაცმელს პატარ დეტალი მოაკლდა
11. მის კონგენიალურობა- კონკურსში მონაწილე ლამაზმანი რატომღაც შტატის დასახელებას იცვლის
12. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო- ფოიერვერკების შემდეგ კარავში როგორც ჩანს გენდალფის “მთელი საგანძურიც" ქრება
13. ბინდი- ამ ფილმში მრავალი შეცდომაა გაპარული, აი მაგალითად ის, რომ ტაილერის ზურგჩანთა უკვალოდ ქრება
14. პერლ-ჰარბორი- მთავარ გმირ ქალბატონს გეტრები არ აცვია. ფილმში მოვლენები 40-იან წლებში ვითარდება, რა დროსაც ქალი ყოველთვის ატარებდა გეტრებს, ან იხატავდა მათ.
15. დამიჭირე თუ შეგიძლია- ფილმში მოვლენები ასევე 1960-იან წლებში მიმდინარეობს, იმ დროს კი ისეთი ბრეკეტები, როგორიც ემი ადამსის გმირს უკეთია, არ არსებობდა.