x
image
ქეთეონე
პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს ......

image

პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს ჩაერთოს დეესკალაციასა და დიპლომატიაში - თეთრი სახლი

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა და აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, ჩაერთოს დეესკალაციასა და დიპლომატიაში.

"პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რათა ნათლად განემარტა, რომ თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და სერიოზულ სანქციებს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს ჩაერთოს დეესკალაციაში და დიპლომატიაში." ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტებამდე, აშშ-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი გაიმართა.

2
205
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
205
  
2022, 13 თებერვალი, 15:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 თებერვალი, 23:36
ბაიდენიც პრეზიდენტია, პუტინიც და სააკაშვილ, ზურაბიშვილიც????? ფუი
0 1 2